ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T19966 - ტენდერი სასაწყობე თაროების დამზადებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს სასაწყობე თაროების დამზადებასა და მონტაჟზე.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს :

  • სასაწყობე თაროების დამზადება, მონტაჟის ტენდერი.
    მისამართი: ქ.თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N10.
    -შესყიდვის დეტალები მოცემულია დანართი 1- ში.
    -საწყობის თაროების განლაგება მოცებულია დანართი 2 -ში.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება:
    -ხარჯთაღრიცხვის ფაილი, უნდა მოიცავდეს პროდუქციის და მონტაჟის ღირებულებას:
    -პროექტის შესრულების ვადები.
  • თაროები უნდა იყოს ქარხნული წესით მეტალოკონსტრუქციისაგან, EN 15512, 15620, 15635, 15629 ევროპული სტანდარტების თანახმად დამზადებული.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამკონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასურველია მინ. 5 პროექტი).
  • მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი.
  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ. გვერდზე Tenders.ge
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

 სატენდერო პროცედურები და ვადები: 

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • მხარეთა შორის საბოლოო მიღება ჩაბარებამდე, შესაბამისი საექსპერტო შეფასების საფუძველზე, შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ განხორციელებულ სამონტაჟო სამუშაოებთან და გამოყენებულ მასალებთან დაკავშირებით, დასკვნა ვარგისიანობის და ექსპლუატაციაში გაშვების მზაობის შესახებ
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 8 დეკემბერი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების სუპერვაიზერი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: T.imerlishvili@diplomat.ge constructionteam@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში:
საკონტაქტო პირი: გიორგი ღარიბაშვილი
ელ. ფოსტა: g.gharibashvili@diplomat-global.com
ტელ: +995 577 20 03 42

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 ნოემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა