ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

P
ფასების ცხრილი
T19967 - ტენდერი სარემონტო ხელსაწყოების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მანესმან ჯორჯია“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიყიდოს ხელსაწყოები.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც მოცემულია ინფორმაცია ინვენტარის შესახებ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოდ მეილზე Burdzenidze.daviti@gmail.com არაუგვიანეს 2023 წლის 1 დეკემბრისა.

იხილეთ ფასების ცხრილი.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი).
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი (პოზიცია).
  • საბანკო რეკვიზიტები.
  • პროდუქციის გატანის ვადა და პირობები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • შესაძლებელია ნივთების ნაწილ-ნაწილ გაყიდვა.
  • გადახდის პირობები: წინასწარ ან ტრანსპორტირების დროს.
  • მყიდველი პასუხსმგებელია შესყიდული საქონლის წაღებაზე საკუთარი ტრანსპორტით.
  • აუცილებელია დაინტერესებული მხარის ადგილზე მოსვლა და შესასყიდი საქონლის დათვალიერება/შეფასება.
  • გასაყიდი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მისახებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 551 55 55 55 - დათო.

ასევე გაითვალისწინეთ:

  • შპს „მანესმან ჯორჯია“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
  • ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
  • ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „მანესმან ჯორჯიასთვის“.
  • შპს „მანესმან ჯორჯია“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.
  • გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

საკონტაქტო პირი:
დათო
551 55 55 55



ტენდერის კატეგორია:

  • 38300000 საზომი ხელსაწყოები
  • 38900000 შეფასებისა და ტესტირების სხვადასხვა სახის ხელსაწყოები
  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები

დოკუმენტაცია