ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2023, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T19988 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვაზე

ყველაფერი დარჩა უცვლელი (რაც თავდაპირველად იყო მოცემული) და კომპანიებისგან შეთავაზებები მიიღება 20 დეკემბრამდე.

ტენდერის აღწერილობა:

სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვაზე:

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში. გაითვალისწინეთ, სადაზღვევო პაკეტები, გამონაკლისების გარდა, უნდა შემოგვთავაზოთ ორი ვარიანტი, რომელიც მითითებულია დანართში- სადაზღვევო პაკეტები.

შეთავაზებები ზუსტად უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს, როგორც პაკეტების ასევე გამონაკლისების კუთხით, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა შეთავაზებები არ განიხილება.

ჩვენს შესახებ:

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

დეტალური პირობები ჯანმრთელობის დაზღვევაზე:

  • თანამშრომლების რაოდენობა- 400 ადამიანი;
  • გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ბანკი აფინანსებს თანამშრომლის საოჯახო პაკეტს, გვჭირდება შემოთავაზება საოჯახო პაკეტზე (მეუღლე- შვილები);
  • ინდივიდუალური პაკეტი- 210 , საოჯახო პაკეტი- 183;
  • დამატებით აუცილებელია, მშობლების, და-ძმის დაზღვევის პირობების შემოთავაზება;
  • ყველა თანამშრომელს უნდა ყავდეს პირადი მენეჯერი (ეს მოთხოვნა აუცილებელია);
  • შემოთავაზებაში უნდა იყოს სამი პაკეტი: ერთი, რომელსაც ბანკი დაფარავს ვერცხლის პაკეტი, მეორე -თანამშრომელს უნდა შეეძლოს გაუმჯობესება (მაგ: ოქროს პაკეტი) და მესამე პაკეტი- ბორდის წევრებისთვის;
  • მარტივი ანაზღაურების სისტემა;
  • დროებით ქმედუნარიანობა -პირობები;
  • არ უნდა გვქონდეს მოცდის პერიოდები, არც თანამშრომელებზე და არც ოჯახის წევრებზე;
  • საზღვარგარეთ მკურნალობა (პირობები);
  • ოჯახის წევრის დამატება რა ვადაში შეიძლება;
  • პაკეტის ცვლილება რა ვადაში შეიძლება;
  • ლიმიტები პროპორციულად ითვლება? მაგ: თანამშრომელი დავაზღვიეთ ხელშეკრულების განახლებიდან მეხუთე თვეს, ამ შემთხვევაში სადაზღვეო ლიმიტები როგორ დაითვლება?

სხვა ყველა დამატებითი ინფორმაცია დაზღვევის პაკეტებთან დაკავშირებით მოცემულია დანართში.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შერჩეულ პრეტენდენტებს დაეგზავნებათ სატენდერო დოკუმენტაცია. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე:

  • სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები, გადახდის სქემა)
  • ხელმოწერილი დანართი #2 და #3 (თანდართულია)
  • სარეკომენდაციაო წერილები (სასურველია 3, ბოლო 2 წლის გაცემული)
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
  • რეკვიზიტები.

სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge  m.karchaidze@pashabank.ge

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება გრძელვადიანი ხელშეკრულება.

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

თანდართული დანართების ჩამონათვალი:

  • Tender application -insurance;
  • დანართი- სადაზღვევო პაკეტები;
  • დანართი 2 - Application Form GEO/English;
  • დანართი 3 - Confidentiality GEO/English.

შეფასების კრიტერიუმებია:

  • ხარისხი;
  • შემოთავაზებული ფასი;
  • პირობები.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 დეკემბერი 2023წ. 15:00 საათი

დაზღვევის დეტალები შესაძლოა დაკორექტირდეს არაუგვიანეს 19.12.2023-სა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ქარჩაიძე
შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 577 03 81 02
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge  m.karchaidze@pashabank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები