ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T19996 - ტენდერი ”შამბოს” გაწმენდის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპანიის მფლობელობაში არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე, ”შამბოს” გაწმენდის მომსახურების შესყიდვაზე.

კონკრეტული დავალება:

  • პრეტენდენტმა განფასება უნდა წარმოადგინოს ერთ რეისზე (არანაკლებ 3,5 კუბი).
  • მომსახურება უნდა განხორციელდეს „დამკვეთის“ შეტყობინებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით. რეგიონების მიხედვით, ავტოგასამართი სადგურების ჩამონათვალი, მისამართები და სავარაუდო რეისების რაოდენობა იხ. თანდართულ ფაილში.
  • ასევე განიხილება წინადადების წარმოდგენა კონკრეტულ რეგიონ(ებ)ზე, რის შესახებაც პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს თავის სატენდერო წინადადებაში.

გადახდის პირობები:

ყოველი თვის ბოლოს, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის საფუძველზე.

ტენდერის ვადები: 10 კალენდარული დღე
ხელშეკრულების ვადები: 1 წელი

სხვა:

ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ”დამკვეთი” გათავისუფლებულია მესამე პირების წინაშე  ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობისაგან და წყალარინების (საკანალიზაციო) კომპანიასთან ურთიერთობაზე (საჭირო ნებართვებისა და სხვა მსგავსის მიღებაზე) სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება ”შემსრულებელს”

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 8 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ცირა რუხაძე  
555 330 646

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 ნოემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა