ჩაბარების ვადა:

6 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T20002 - ტენდერი ლიფტების მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დოკუმენტი: ,,სატენდერო განაცხადი" და დაემატა დოკუმენტები - ,,დანართი #5ა", ,,დანართი #5ბ".

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვიანი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში  ლიფტების მომსახურების შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ვიანი“, შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი", შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და შპს "ახალი კლინიკა" - ხაშურის ჰოსპიტალი.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 06 დეკემბერი 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - სატენდერო წინადადებების მიღება: 6 დეკემბერი, 2023წ.
    - გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 13 დეკემბერი, 2023წ.
    - ხელშეკრულების გაფორმება: 20 დეკემბერი, 2023წ.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები შესყიდვის ობიექტი: სს „ვიანი“ -  ლიფტის მომსახურების შესყიდვა

ლიფტების  ჩამონათვალი განსაზღვრულია შეჯამებულად დანართში #5, ხოლო გაყოფილი 2 ლოტად დანართში #5ა და და დანართში #5ბ - ხარჯთაღრიცხვებში. გთხოვთ, განაფასოთ ცალ-ცალკე დანართი #5, დანართი 5ა და დანართი 5ბ. (ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).

ცვეთადი დეტალების ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართი #8 - ცვეთადი ნაწილების განფასება. (ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და არ შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში).

  • ლიფტების მომსახურება ხორციელდება ყოველთვიურად (ერთჯერადად) ან საჭიროების შემთხევაში.
  • ტენდერის შედეგად შესაძლოა, გამოვლინდეს ერთზე მეტი მიმწოდებელი და ხელშეკრულება გაფორმდეს სხვადასხვა კომპანიებთან, როგორც ტენდერით გათვალისწინებულ ყველა, ისე ცალკეულ პოზიციებზე.

მომსახურების მიწოდების ადგილი:

სს “ვიანი“, შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი". შპს "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი",  შპს "ახალი კლინიკა" - ხაშურის ჰოსპიტალი.  მომსახურების გაწევის ადგილი იხილეთ შეჯამებულად დანართში #5, ხოლო გაყოფილი 2 ლოტად დანართში #5ა და და დანართში #5ბ   - მისამართები/ ლიფტების ლოკაცია.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • კომპანიას უნდა გააჩნდს H მოდულის სერთიფიკატი
  • უნდა აკმაყოფილებდეს ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის #289-ე დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ლიფტის მომსახურების შესყიდვის ტექნიკური დავალება:

მომსახურება უნდა მოიცავდეს გეგმიურ ინსპექტირებას:

  • ლიფტის ტექნიკური და პროფილაქტიკური დათვალიერება;
  • ლიფტის მიმდინარე შეკეთება
  • ლიფტის შახტების კარების შემოწმება-რეგულირება;
  • ლიფტის სოლების დამჭიმი მექანიზმის შემოწმება;
  • ჯალამბარში ზეთის დონის შემოწმება და კონტროლი;
  • მართვის კარადის კომპიუტერული სისტემის რევიზია და კონტროლი;
  • კარების გამღები მექანიზმების გამართულობის შემოწმება;
  • ელექტრო კომპიუტერული სისტემის კონტროლი;
  • ამომრთველების და კონტაქტორების კონტროლი; ამასთან:
  • ლიფტის სართულზე გაჩერების მონიტორინგი, ლიფტის იატაკისა და სართულის იატაკის ერთ დონეზე შენარჩუნების მიზნით;
  • ლიფტის მონიტორინგი ვიბრაციაზე;
  • ლიფტის მონიტორინგი დაძვრა, გაჩერების პროცესში, როგორც ვიბრაციაზე, ისე დაძრა/გაჩერების სიჩქარეზე;

მომსახურება უნდა მოიცავდეს კრიტიკული შემთხვევების მართვას:

  • 24 საათის განმავლობაში (დასვენების დღეების ჩათვლით) შემთხვევის ობიექტზე გამოცხადება, სწრაფი რეაგირება და ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა. ობიექტზე მისვლის დრო განისზღვროს შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 60 წუთი, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
  • უზრუნველყოს გაჩერებული/დაზიანებული ლიფტის დაუყონებლივ გაშვება, თუ ეს არ არის დაკავშირებული კაპიტალურ სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან და დაზიანებული ნაწილის გამოცვლასთან.

მომსახურება უნდა მოიცავდეს:

  • ცვეთადი ნაწილების შეცვლის ვადების დაცვას ტენდერში წარმოდგენილი თითოეული ცვეთადი ნაწილის ფასის შესაბამისად.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს ლიფტის მომსახურების მიწოდება საქართველოს მასშტაბით, სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართულ ფაილში (იხ. დანართი #6 ინფორმაცია ლიფტების შესახებ);
  • მოხდეს ძირითადი ცვეთადი ნაწილების იდენტიფიცირება და შემსრულებელმა მოახდინოს მათი მარაგების შექმნა, საჭიროების შემთხვევაში ამორტიზებული ცვეთადი ნაწილის დაუყოვნებლივ ჩანაცვლების მიზნით;
  • სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში და დანართი #8-ში  განსაზღვრული რაოდენობების და ჩამონათვალის მიხედვით.

მომწოდებელი ვალდებულია:

  • გაითვალისიწნოს და იმოქმედოს ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით#289 განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად, წარუდგინოს დამკვეთს შესაბამისი რეკომენდაციები.
  • თითოეულ ჰოსპიტალში დანიშნოს ლიფტის გამართულ მუშაობაზე და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია თვეში ერთხელ აწარმოოს გეგმიური ინსპექტირება;
  • გეგმიური ინსპექტირებისას შეადგინოს იქნსპექტირების ოქმი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ინსპექტირებული ლიფტების/დეტალების მდგომარეობა / რეკომენდაცია.
    ოქმი ხელმოწერით უნდა დამოწმდეს შემსრულებლის და დამკვეთის მიერ.
  • არაგეგმიური და გეგმიური გამოძახების შემთხვევაში გამოძახებაზე მისვლა აღირიცხოს ჟურნალში, განხორციელებული ქმედებების აღწერილობა დამოწმდეს ხელმოწერებით.
  • დამკვეთის წარმომადგენელს ჩაუტაროს ტრეინინგი ლიფტის უსაფრთო ექსპლუატაციასა და ტექნიკური გაუმართაობის გამოსწორების შესახებ;
  • მომსახურება გაწეული უნდა იქნას უსაფრთხოებისა და ლიფტის ექსპლუატაციის ნორმების სრული დაცვით.

საგარანტიო პირობები:

  • შესყიდულ/გამოცვლილ საქონელზე ვრცელდება არანაკლებ 6 თვე საგარანტიო პერიოდი. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონე საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომწოდებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, თუ ადგილზე არის დაზიანებული დეტალი გამოცვლის მაქსიმალური ვადა 3 დღე, ჩამოტანის და შეცვლის მაქსიმალური პერიოდი 15 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ახალი საქონლით.
  • ცვეთადი ნაწილების საგარანტიო პერიოდი განისაზღვროს შეცვლის/მონტაჟის მომენტში შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც დამოწმდება ორმხრივი ხელმოწერებით. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონე საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, შემსრულებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, 2 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ახალი საქონლით.

განსაკუთრებული პირობა:

  • თუ შემსრულებელი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს ზიანს მიაყენებს დამკვეთის ქონებას, დამკვეთი უფლებამოსილია და შემსრულებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

  • იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი დამკვეთთან წერილობითი შეთანხმების გარეშე მოახდენს დამკვეთის თანამშრომლის/პასუხისმგებელი პირის მოტივირებას, მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწნებული მომსახურების სტიმულირება, შემსრულებლის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოსთხოვოს შემსრულებელს გადაიხადოს ჯარიმა ხელშეკრულების სრული ოდენობის.

  • წარმოადგინოს თითოეულ ჰოსპიტალში ლიფტის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელი პირის/ტექნიკოსის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი).

  • შემსრულებელის მხრიდან კრიტიკული/გადაუდებელი შემთხვევის დროს ობიექტზე მისვლის ვადის დარღვევის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსრულებელს გამოუცხადებლლობით/დაგვიანებით დამდგარი ზიანის ანაზღაურება.

დამატებითი ინფორმაცია: 

  • გამარჯვებულ კომპანიასთან სს “ვიანი“, შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი". შპს "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი", შპს "ახალი კლინიკა" - ხაშურის ჰოსპიტალი, გააფორმებს ხელშეკრულებას 1 (ერთი) წლის ვადით.

  • ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში), მომსახურების მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან, 3 (სამი) თვიანი კონსიგნაციის გათვალისწინებით.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მის მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესასყიდი მომსახურების ფასი
  • მომსახურების მიწოდების პირობა
  • შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

შემსყიდველის ვალდებულებები:

შემსყიდველის ვალდებულებებია: ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება.

კონტრაქტორის ვალდებულებები:

კონტრაქტორის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • სატენდერო დოკუმენტებისა და მისაწოდებელი მომსახურების ხარისხზე.

სატენდერო წინადადება:

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილით.
  • H მოდულის სერთიფიკატი.
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, მსგავსი მომსახურების სამუშაოებზე აქცენტირებით, მომსახურების განხორციელების ვადებისა და ბიუჯეტების მითითებით;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი ხარჯთაღრიცხვა ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ის სახით, როგორც შეჟამებულად, ასევე ცალ-ცალკე ლოტების შემთხვევაშიც, მოცემული და დადგენილი დანართი #5ა-ს და დანართი #5ბ-ს სახით; ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში;
  • შევსებული და ხელმოწერილი ცვეთადი ნაწილების განფასება ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #8-ის სახით.

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    -არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    -არ შეესაბამება სინამდვილეს;
    -ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_nonmedequipment@vian.health

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 6 დეკემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:

გიორგი ბერიძე
ელ. ფოსტა: Beridzeg@vian.health
მობ: 591 32 64 22

ანა არქანია
ელ. ფოსტა: a.arkania@vian.health
მობ.: 591 948 277

ლაშა ხამხაძე
ელ. ფოსტა: lkhamkhadze@vian.health
მობ.: 591 94 82 86

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები

დოკუმენტაცია

დანართი # 2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ დანართი # 2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
დანართი # 3 - ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი # 3 - ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი # 4 - აფიდატი დანართი # 4 - აფიდატი
დანართი # 5 - ხარჯთაღრიცხვა დანართი # 5 - ხარჯთაღრიცხვა
დანართი # 6 - მომსახურების ხელშეკრულება დანართი # 6 - მომსახურების ხელშეკრულება
დანართი # 8 - ცვეთადი ნაწილების განფასება დანართი # 8 - ცვეთადი ნაწილების განფასება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
დანართი # 5ა - ხარჯთაღრიცხვა დანართი # 5ა - ხარჯთაღრიცხვა
დანართი # 5ბ - ხარჯთაღრიცხვა - ახალი კლინიკები დანართი # 5ბ - ხარჯთაღრიცხვა - ახალი კლინიკები
სატენდერო განაცხადი - ლიფტების მომსახურების შესყიდვა სატენდერო განაცხადი - ლიფტების მომსახურების შესყიდვა
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 ნოემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა