ჩაბარების ვადა:

9 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20017 - ტენდერი კედლის მაცივრების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს კედლის მაცივრების შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა:

  • ზომა: 75 x 0.88 x 2.20 მ
  • 50 x 0.88 x 2.20 მ;
  • თაროების რაოდენობა: ძირი თარო (600 მმ) + 5 ცალი ზედა თარო (500 მმ);
  • დასაშვები წონა თაროზე - 125 კგ;
  • სამუშაო ტემპერატურა: -1 / +4 ° C;
  • ტემპერატურა ამაორთქლებელზე: 0 / - 10 ° C;
  • ამაორთქლებლის მდებარეობა - ძირი თაროს ქვეშ;
  • მაცივარი მუშაობს გარე აგრეგატზე;
  • ჰაერის ფარდა - ერთმაგი;
  • ღამის დამცავი ფარდა;
  • ლედ განათება;
  • მაცივრის ფერი: შეთანხმებით (შესაბამისი RAL კოდის მიხედვით);
  • მაცივრის ძირი - შეღებილი მეტალი;
  • თავსა და ბოლოში სარკეებიანი კედლები;
  • ავტომატური ჩამოდნობის სისტემა;
  • თითოეულ თაროს უნდა მოყვებოდეს გამჭვირვალე საფასარი და ღბე-ბარიერი;
  • პროცესორი (ელექტრო მართვის პულტი) - Danfoss, Elivel, Dixel;
  • თერმო მარეგულირებელი ვინტილატორი - Danfoss;
  • ელექტრო სარქველი - Danfoss;
  • გამშრობი ფილტრი - Danfoss.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ;
  • გთხოვთ შეავსოთ მოცემული ექსელის ფაილი;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 9 დეკემბერი, 18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39700000 საოჯახო ტექნიკა