ჩაბარების ვადა:

22 დეკემბერი 2023, 13:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T20045 - ტენდერი საწვიმარი ლაბადის შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 22 დეკემბერი, 13:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საწვიმარი ლაბადა კაპიშონით შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი  რაოდენობა
საწვიმარი ლაბადა კაპიშონით  60 ცალი

 

მახასიათებლები:

  • შესაკრავი - ელვა (ზმეიკა)
  • გარე მხარე - წყალგაუმტარი
  • სიგრძე - მუხლამდე
  • ზომა - დადგინდება ხელშეკრულების გაფორმების პროცესში
  • ფერი - მუქი ლურჯი/შავი

გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება

მოწოდების ვადა: მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2023 წლის დეკემბერში.

ანაზღაურება: მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 22 დეკემბერი, 13:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@msplus.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 დეკემბერი 2023 დრო 19:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა