ჩაბარების ვადა:

14 დეკემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20064 - ტენდერი საკანცელარიო პროდუქციის და პირადი ჰიგიენის საშუალებების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: დაემატა დოკუმენტი - ,,ხელშეკრულება".

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო პროდუქციის და პირადი ჰიგიენის საშუალებების შესყიდვაზე

საერთო დებულებები:

სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ, რომელსაც შეუძლია შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ მიერ შესაძენ სრულ პროდუქციაზე წვდომა, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება და ადგილზე მიტანის (სადისტრიბუციო) მომსახურების გაწევის სერვისი.

შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ პირობები ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის:

  • გადახდის ვადა (კონსიგნაცია) 30 სამუშაო დღე;
  • შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ მხრიდან შესყიდული პროდუქციის დარიგება ავტოგასამართ სადგურებზე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაშტაბით დანართის გათვალისწინებით;
  • შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ მიერ შეძენილი პროდუქციის დარიგება (დისტრიბუცია) გამარჯვებული მონაწილის მხრიდან აღმოსავლეთ საქართველოში არაუმეტეს 3 დღისა და დასავლეთ საქართველოში არაუმეტეს 5 დღისა.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
  • აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
  • კომპანიის სრული დასახელება;
  • იურიდიული მისამართი;
  • ფაქტიური მისამართი;
  • ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
  • საკონტაქტო პირი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
  • მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
  • სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მომსახურება.
  • კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.

საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:

  • პრეტედენტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
  • საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
  • მსგავსი მომსახურებების შესახებ გამოცდილება;
  • ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
  • სატენდერო წინადადება
  • ტენდერში მონაწილის კომერციული შეთავაზება, პროდუქციის ფასი პროდუქციის ტრანსპორტირებასთან ერთად უნდა წარმოადგენდეს, დღგ-ს ჩათვლით, ეროვნულ ვალუტაში.

სრული დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

სატენდერო პროცედურებები 

  • ტენდერი ჩატარდება ღია ფორმით.  ტენდერის თარიღი – 18 დეკემბერი 2023 წელი, 15:00. შპს ლუკოილ ჯორჯიას სათაო ოფისში.
  • ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპს, ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2023 წლის 14 დეკემბერს 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები