ჩაბარების ვადა:

18 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T20078 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს. ,,ტერაბანკი'' აცხადებს ტენდერს  დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი(იხ. თანდართული ფაილი)(ღირებულება უნდა იყოს მოცემული ყოველთვიური ფიქსირებული გადახდით ობიექტების მიხედვით, გადასახადების ჩათვლით);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშზე.
  • სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 დეკემბერი (18:00 სთ-მდე)

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 18.12.2023 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს
ელ.ფოსტა:  irakli.mikadze@terabank.ge
ტელ: 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 დეკემბერი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა