ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20082 - ფასთა გამოკითხვა გამანაწილებელი ტრანსფორმატორების სარემონტო სამუშაოებზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას 2024 წლისთვის  გამანაწილებელი ტრანსფორმატორების სარემონტო სამუშაოებზე.

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხვილ მწარმოებელს. მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგ ცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

კომპანია ვალდებულია საკუთარი ხარჯებით შეასრულოს მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს დამკვეთს.

სამივე ტრანსფრორმატორის სარემონტო სამუშაოების განხორციელდება 2024 წლის აპრილის თვეში რუსთავის ქარხნის სარემონტო სამუშაოების პარალელურად.
(იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია).

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • დეტალურ კომერციულ წინადადებას
  • გადახდის პირობას
  • შესრულების ვადას

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სერვისის მიწოდების ადგილი - რუსთავის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა - გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები - სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 21.12.2023 18 00 საათი.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ვლადიმერ სურგულაძე
+995 595 810 505
vladimer.surguladze@heidelbergcement.com

ტექნიკური ხასიათის შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:

გურამ გრიგალაშვილი
+995 591 701 208
guram.grigalashvili@heidelbergcement.com

გიორგი გურასპაშვილი
+995 577 577 019
giorgi.guraspashvili@heidelbergcement.com

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები