16 დეკემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2009 - ტენდერი მაგნიტური ბეიჯების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 16 დეკემბერი 2016 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს მაგნიტური ბეიჯების შესყიდვაზე.
შესასყიდი პროდუქტის დეტალური აღწერა:
- მაგნიტური ბეიჯი;
 - ზომები: სიგრძე 7,6 სმ X სიგანე 3,2 სმ;
 - რაოდენობა: 1000 ცალი.
 
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 - შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
 
სხვა პირობები:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
 - პრეტენდენტებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა წარმოადგინონ ნიმუშები საქართველოს ბანკის სათავო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის #29ა (ლადო სიჭინავას სახელზე).
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 7 დეკემბრიდან 2016 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ლადო სიჭინავა
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4617)
მობ.:(+995 599) 740041
ელ-ფოსტა: lsichinava@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 16 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=668&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
 - 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა