ჩაბარების ვადა:

14 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20128 - ტენდერი საექსპერტო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

 ა(ა)იპ რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა აცხადებს ტენდერს საექსპერტო მომსახურებაზე.

  • შემსყიდველი: ა(ა)იპ რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა.
  • მომსახურება: საექსპერტო მომსახურება.
  • ლოკაცია: ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.
  • პროექტის დასახელება: "ევროკავშირის მწვანე ქალაქების გამოცდილების გაზიარება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებისათვის".
  • დაფინანსების წყარო: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.
  • მიწოდების ვადები: 40 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან.

დეტალური აღწერილობა:

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების მერიების საქმიანობების, მიდგომების და სამომავლო პრიორიტეტების შესწავლა მწვანე განვითარების მიმართულებით; მწვანე ქალაქების განვითარების შესახებ ევროპული გამოცდილებების შესწავლა/ანალიზი და ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების მწვანე განვითარების კონცეფციების მომზადება.

ექსპერტმა უნდა შეისწავლოს ყველაზე რელევანტური ევროპული მუნიციპალიტეტების გამოცდილება, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას მწვანე ქალაქების განვითარების მიმართულებით. შესაბამისი მუნიციპალური გამოცდილებები შერჩეული იქნება ევროკავშირის „მწვანე ფოთლის“ [1]კონკურსის ფინალისტებიდან და გამარჯვებულებიდან. შესაბამისი ქალაქების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ საკითხებს:

  • ბუნება, ბიომრავალფეროვნება, ნიადაგის მდგრადი გამოყენება
  • ჰაერის ხარისხი და ხმაური
  • წყალი
  • ნარჩენები და ცირკულარული ეკონომიკა
  • კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკული მახასიათებლები
  • მდგრადი ურბანული მობილობა

შესაბამისად, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების მწვანე განვითარების კონცეფციების მომზადებისას განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს აღნიშნულ საკითხებზე.

 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი/სპეციალისტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • განათლება:
    -უმაღლესი განათლება გარემოს დაცვასთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ სფეროებში. 
  • სამუშაო გამოცდილება:
    -არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი განვითარების გამოწვევების კვლევების, სოფლად ეკონომიკის განვითარების, მდგრადი და მწვანე განვითარების და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით;
    -თანამშრომლობის გამოცდილება ადგილობრივ და ეროვნულ მთავრობებთან, საერთაშორისო დონორ ორაგნიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან. 
  • პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 
    -პრეტენდენტის რეკვიზიტები (იხ. დანართი 1);
    -დღიური ანაზღაურება, გადასახადებისა და საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით;
    -საქმიანობის დეტალური აღწერა, დღეების რაოდენობის მითითებით;
    -CV

პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ.გვერდს: https://environment.ec.europa.eu/topics/urban-environment/european-green-capital-award/about-awards_en

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება უნდა წარმოადგინონ
ელ.ფოსტაზე: gege.kervalishvili@yahoo.com
წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 14.12.2023  18:00 საათი


კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ევგენი კერვალიშვილი
577606400
gege.kervalishvili@yahoo.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში

დოკუმენტაცია