ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20138 - ტენდერი სასერვერო ოთახის სახანძრო სისტემის მოწყობისა და არსებული მოწყობილობების უწყვეტ მხარდაჭერაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა: 2023 წლის 25 დეკემბერი, 18:00 საათი. იხილეთ განახლებული დოკუმენტაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), შემდგომში „შემსყიდველი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სასერვერო ოთახის სახანძრო სისტემის მოწყობისა და არსებული მოწყობილობების უწყვეტი მხარდაჭერის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს, შემდგომში „პრეტენდენტი“ მონაწილეობის მისაღებად. 

1.2 შესყიდვის ობიექტის აღწერა, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/ტექნიკური სპეციფიკაცია

დეტალური სპეციფიკაცია და მოთხოვნები, იხილეთ დანართში N1: „დანართი N1 ტექნიკური სპეციფიკაცია & განფასება“. ტექნიკურ დავალებაში მითითებული მოწყობილობებისა და სასერვერო ოთახის შესახებ დატალური ინფორმაცია, მოცემულია დანართ N 3-ში.

იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზების გაკეთებისათვის, საჭირო გახდა სასერვერო ოთახის დათვალიერება, პრეტენდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მოახდინონ ფიზიკური დათვალიერება. ამისათვის, პრეტენდენტი ვალდებულია წინასწარ წერილობითი მოთხოვნა გამოგზავნოს ქვემოთ მოცემულ ელ. ფოსტის მისამართზე: kchkheidze@gwp.ge

1.2.1. სპეციალური პირობა

სახანძრო სისტემის შემოთავაზების წარმოდგენისას უნდა გაითვალისწიონოთ, რომ დაკონტრაქტების შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს შესაბამისი პროექტი და კალკულაცია, რომელიც მორგებული იქნება არსებულ სიტუაციაზე. მომწოდებელი ვალდებული იქნება სწორად შეარჩიოს საჭირო მოწყობილობები და სრულად იქნება პასუხისმგებელი, როგორც სისტემის გამართულ მუშაობაზე, ასევე სისტემის ექსპლუატაციის შემთხვევაში ნებისმიერი სახის ზარალსა და ზიანზე, რომელიც შესაძლოა დადგეს, მოწყობილობების არასწორად შერჩევის, არასწორი კალკულაციებისა და პროექტირების მიზეზით. მომწოდებელი ვალდებულია სისტემის პროექტირების, მოწყობილობების შერჩევისა და მოწყობისას მინიმუმამდე ჰქონდეს დაყვანილუ შესაძლო ზიანი რაც გააქტიურების შემთხვევაში შესაძლოა სახანძრო სისტემის გააქტიურებამ სასერვეროში არსებულ სხვა მოწყობილობებს მიაყენოს. ყველა ეს პასუხისმგებლობა გაწერილი იქნება ხელშეკრულებაში, რომელიც დაიდება გამარჯვებულ კომპანიასთან.

მომწოდებელი ასევე პასუხისმგებელი იქნება, რომ სახანძრო სისტემა დააპროექტოს და მოაწყოს კანონმდებლობაში გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.

შემოთავაზებასთან ერთად სასურველია მომწოდებელმა წარმოადგინოს სქემატური ნახაზი.

1.3 განფასება

„პრეტენდენტმა“ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება 1.2 პუნქტში მოცემული აღწერილობისა და დანართი N1-ში მოცემული დეტალური მოთხოვნებისა და სპეციფიკაციის შესაბამისად. ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს, და ყველა სხვა ხარჯს, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი საქონლისა და მომსახურების მიღებისათვის.

1.4 საქონლის და მომსახურების მოწოდების ფორმა, ადგილი და ვადა

  • საქონლის და მომსახურების მოწოდების ადგილი: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10.
  • საქონლის და მომსახურების მოწოდების ვადა: გთხოვთ მიუთითეთ მოწოდების ვადები შემოთავაზებაში. (მოწოდების ოპტიმალური ვადები პრეტენდენტს ჩაეთვლება უპირატესობად)

მოთხოვნა საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ:

დეტალური ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ.

1.6 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით ზედნადების ატვირთვიდან და/ან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • შევსებული დანართი N1; დანართში მოცემული ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და მოწოდებას თბილისის მასშტაბით. უნდა შეივსოს ყველა სავალდებულო ველი;
    - პრეტენდენტებმა ფასების ცხრილთან ერთად უნდა წამოადგინონ, დანართ N 1 ში მოცემული პუნქტ N 3-ით არსებული სისტემების სერვისებისა და მხარდაჭერისათვის საჭირო იმ სახარჯი მასალის ფასები, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს აღნიშნული მომსახურების გაწევისას.
    -  სასურველია პრეტენდენტმა სახანძრო სისტემის შემოთავაზებასთან ერთად წარმოადგინოს სისტემის სქემატური ნახაზი.
  • პრეტენდენტი ვალდებულია თითოეულ შემოთავაზებულ საქონელზე წარმოადგინოს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია: ტექნიკური პასპორტი, ტექნიკური მხარდაჭერის სახელმძღვანელო და სხვა.
  • საგარანტიო პირობები
  • MAF ან სხვა სერტიფიკატი წარმომადგენლობის, ექსკლუზივის, დისტრიბუტორობის უფლების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • შტულცის სერტიფიცირებული ინჟინრის ყოლის დამადასტურებელი საბუთი.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ინფორმაცია მსგავსი პროდუქციის გასხვისების და მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებით (ხელშეკრულება, ზედნადები და ა.შ), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • რეკომენდაციები პარტნიორი კომპანიებიდა, ვისთვისაც მსგავსი ტიპის პროდუქცია და მომსახურება გაქვთ მიწოდებული;
  • ხელმოწერილი წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია: წინამდებარე სატენდერო მოთხოვნები უნდა დაადასტუროთ ელექტრონული ან სველი ხელმოწერით ამავე დოკუმენტზე და ატვირთოთ თქვენს შემოთავაზებასთან ერთად;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  •  „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ან დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მომწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა „პრეტენდენტს“. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული „პრეტენდენტს“ მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს „პრეტენდენტებისგან“ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია „პრეტენდენტი“ კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ „პრეტენდენტის“ მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, „პრეტენდენტი“ იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

სატენდერო დოკუმენტაციის დანართებია:

  • დანართი N1- ფასების ცხრილი
  • დანართი N2 - ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
  • დანართი N3 - დამატებითი ინფორმაცია
  • დანართი N4 - სასერვერო ოთახის ნახაზი აღჭურვილობით

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 25 დეკემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: N/A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ: +995 595 25 74 58

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge  
ტელ.: +995 322 931111 (1145)

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები