ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2023, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20154 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“ ს/კ 204542003 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი მომსახურების შესყიდვაზე ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის.

შესყიდვის ობიექტი:

შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი მომსახურება, რომელიც შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს კომპანიაში უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას.

მინიმალური მოთხოვნები

შრომის უსაფრთხოების კომპონენტები საკითხები განსახორციელებელი ქმედებები
კანონთან შესაბამისობა შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა შემუშავებულ ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სამუშაოს შესრულებისას ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა
კანონთან შესაბამისობა კანონთან შესაბამისობა შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან კომპანიის პროცესების/ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა
კანონთან შესაბამისობა რისკების შეფასება /კონტროლი ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რისკების ამსახველი დოკუმენტის შექმნა• რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
კანონთან შესაბამისობა სასწავლო გეგმა სასწავლო პროგრამების, ინსტრუქტაჟის შემუშავება და ჩატარება;
კანონთან შესაბამისობა საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმირება შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება
სახანძრო უსაფრთხოება სახანძრო პრევენციის სისტემები მოხდეს ცეცხლმაქრების შემოწმება
სახანძრო უსაფრთხოება სახანძრო საგანგებო სიტუაციაების მართვა შეიქმნას მართვის გეგმა
ჯანმრთელობის უსაფრთხოება პირადი დაცვის საშუალებები უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური დამცვის საშუალებებთან დაკავშირებული პროცედურა და გამოყენების ინსტრუქციები.
ჯანმრთელობის უსაფრთხოება პირადი დაცვის მოწყობილობები
ჯანმრთელობის უსაფრთხოება ფიზიკური წვდომის კონტროლი საჭიროა შემუშავდეს სამუშაოების წარმოების პროცედურა და ინსტრუქცია.
ჯანმრთელობის უსაფრთხოება ფიზიკური ფაქტორების გაზომვა ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზემოქმედების განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა
ჯანმრთელობის უსაფრთხოება უბედური შემთხვევების მართვა უნდა შემუშავდეს ინციდენტის მოკვლევის და ანგარიშის პროცედურა.
საგანგებო სიტუაციების მართვა რეაგირების შტაბი უნდა შემუშავდეს საგანგებო სიტუაციის პრევენციის და მართვის გეგმა.
საგანგებო სიტუაციების მართვა რეაგირების გეგმა
ნარჩენების მართვა ნარჩენების წარმოქმნა შემუშავდეს ნარჩენების მართვის გეგმა. გეგმაში აისახოს წარმოქმნის წყაროები
ნარჩენების მართვა ნარჩენების შენახვა მოხდეს დროებითი დასაწყობების ადგილის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მოწესრიგება
ნარჩენების მართვა ნარჩენების გატანა/განადგურება 1. ნარჩენების ინვეტარიზაცია (წყაროების დადგენა, კოდების მინიჭება, რაოდენობის განსაზღვრა); 2. მომზადდეს გეგმა და საჭიროების შემთხვევაში შეთანხმდეს გარემოსდაცვის სამინისტროსთან. გეგმაში უნდა განისაზღვროს ნარჩენების მართვის კომპანია, ნარჩენების საბოლოო განთავსებით.
ნარჩენების მართვა პასუხისმგებელი პირები
სახიფათო მასალების მართვა სახიფათო მასალების კლასიფიკაცია მომზადდეს რისკების შეფასება (გათვალისწინებული უნდა იყოს სასაწყობე მეურნეობა); გაიწეროს ინსტრქუციები სახიფათო მასალების მოხმარება-განთავსებაზე. მოძიებული უნდა იქნას MSDS- ყველა სახიფათო ნივთიერებისთვის. MSDS მონაცემები უნდა გაეცნოთ მომუშავე პერსონალს.
სახიფათო მასალების მართვა სახიფათო მასალების მოხმარება
სახიფათო მასალების მართვა სახიფათო მასალების შენახვა


მოთხოვნები

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი კონტრაქტორი კომპანიებისგან

ხელშეკრულების ვადა და ანაზღაურების პირობები:

გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 3 წლის ვადით, ანაზღაურება მომსახურების მიღების შემდგომი თვის დასაწყისში 5 რიცხვამდე.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 25 დეკემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 80600000 პროფესიული მომზადება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების სფეროში

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 დეკემბერი 2023 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა