ჩაბარების ვადა:

19 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20163 - ტენდერი ვენტილაცია, კონდეცირება, გათბობის სისტემის დემონტაჟსა და ახალი ჰაერსადენი მილების შესყიდვა - მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს მეორე სართულზე არსებული ვენტილაცია, კონდეცირება, გათბობის სისტემის დემონტაჟის, ახალი ჰაერსადენი მილების შესყიდვის და მონტაჟის შესახებ. 

ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.

ტენდერის ჩატარების შემდგომ, დაზუსტების მიზნით მიღებული ყველა ინფორმაცია ითვლება წინადადების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად.

აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.

მომსახურების აღწერა:

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შენობის მე-2 სართულის ვენტილაცია და კონდენცირების სისტემის არსებული მილების დემონტაჟს, ახალი ჰაერსადენი მილების შესყიდვას, მონტაჟს და მათი შეფუთვის ისეთ გადაწყვეტას (თანდართული ახალი პროექტის თანახმად და პროექტანტებთან შეთანხმებით), რომელიც ვიზუალურად შეამცირებს და ნაკლებად ხმაურიანს გახდის სისტემას.

  • მეორე სართულის ახალი გეგმარების პროექტი - დანართი N4
  • ბანკის HVAC სრული პროექტი - დანართი N5
  • მიწოდების ადგილი - თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2

მონაწილეობის პირობები:

  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, რომლის დამადასტურებლადაც უნდა იქნეს წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია PDF ფორმატში:
  • დანართი N 1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
  • დანართი N 2 - ინფორმაცია ვენტილაცია, კონდენცირება და გათბობის სისტემის დიაგნოსტიკა, ნაწილობრივი განახლების ან/და მოდერნიზაციის ჩატარებული სამუშაოების შესახებ (თავისუფალი ფორმით)
  • დანართი N 3 ხარჯთაღრიხვის ცხრილი

დამატებითი მოთხოვნები :

  • დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, გთხოვთ კითხვები მოიწეროთ procurement@silkbank.geმისამართზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 19 ნოემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით გთხოვთ კითხვები მოიწეროთ procurement@silkbank.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ელ.ფოსტა: procurement@silkbank.ge  sh.lezhava@silkbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 დეკემბერი 2023 დრო 09:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა