ჩაბარების ვადა:

22 დეკემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20180 - ტენდერი თვითსწორებადი ხსნარით დამუშავებულ იატაკზე ვინილით მოწყობის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დოკუმენტები: ,,სატენდერო ინფორმაცია", ,,საბოლოო გეგმარება", ,,ფასების ცხრილი".

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ყაზბეგის 47“ აცხადებს ტენდერს   ქ. თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის თვითსწორებადი ხსნარით დამუშავებულ იატაკზე ვინილით მოწყობის მომსახურების შესყიდვაზე. (#14/12-Kazbegi47-Floor2-23).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
    - გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის ოდენობაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ შენობა-ნაგებობის შიდა გეგმარების ფაილი (დანართი N2) რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. საერთო მოცულობა გახლავთ 6214.70 კვ.მ, აქედან სპორტული სპეც ვინილი 233 კვ.მ. ვინილი უნდა იყოს რულონური, მოქნილი, ელასტიური და მისი სისქე არ უნდა იყოს 2მმ-ზე ნაკლები. ასევე დამატებით გთხოვთ იხილოთ ფოტო (იატაკის ვინილის ფერი).

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის თვითსწორებადი ხსნარით დამუშავებულ იატაკზე ვინილით მოწყობის მომსახურების შესყიდვა“ და ნომერი - #14/12-Kazbegi47-Floor2-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 22 დეკემბერი, 17:00 სთ.

ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
შალვა მჭედლიძე
ტელ: 577 59 59 38

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება