ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20187 - ტენდერი სატრანსფორმატორო ქვესადგურის დემონტაჟისა და ახალი ქვესადგურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ყაზბეგის 47“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურის დემონტაჟისა და ახალი ქვესადგურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა ( #14/12-Kazbegi47-Station-23 ).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა; (დანართი N1)
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის ოდენობაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ სატრანსფორმატორო ქვესადგურის დემონტაჟისა და ახალი ქვესადგურის მოწყობის პროექტი (დანართი N2) რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18.
კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე სატრანსფორმატოროქვესადგურის დემონტაჟისა და ახალი ქვესადგურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა“ და ნომერი - #14/12-Kazbegi47-Station-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 28 დეკემბერი, 17:00 სთ
შეთავაზების ვალუტა: ლარი

ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
გიორგი ბერიძე
ტელ: 599 25 11 99

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები