ჩაბარების ვადა:

11 იანვარი 2024, 14:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T20188 - ტენდერი თბილისი მოლის მესამე სართულზე არსებული ფართების პროექტირების/დიზაინის შედგენის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს მოლის მესამე სართულზე არსებული ფართების პროექტირების/დიზაინის შედგენის მომსახურებაზე.

დეტალები:

  • თანდართული ფაილის მიხედვით სლაიდ 2-ზე მოცემულია მოლის მოსასვენებელი სივრცე და პრივილეგია მიენიჭება პროექტს, რომელიც თანხვედრაში მოვა ამ სივრცის დიზაინთან.
  • სლაიდ სამზე მოცემულია თბილისი მოლის ფართების არსებული ნახაზი, რომელიც გვესაჭიროება, რომ გადაკეთდეს იმგვარად, როგორც მოცემულია მე-4 სლაიდზე. ამავე ნახაზზე უკანა მხარეს რჩება კორიდორი ხოლო დაყოფილ ფართებში (25-26 კვმ) განთავსებული იქნება ღია სივრცული გასაქირავებელი ფართები. 243 კვადრატული დარჩება მოსასვენებელ და დასაჯდომ ფართად.
  • მე-9 სლაიდზე მოცემულია ის მიახლოებული დიზაინი რასაც განვიხილავთ სამომავლო პროექტად.

ტენდერის პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, სასურველია კომპანიებმა წარმოადგინონ 2 ტიპის დიზაინი(პროექტი), რომლის სამშენებლო სარემონტო შესრულების შემთხვევაში, პირველი დიზაინი იქნება სტანდარული სურვილისამებრ, ხოლო მერე შედარებით ბიუჯეტური.
  • გთხოვთ, ღირებულება განსაზღვროთ ლარში

იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 11 იანვარი, 14:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
b.tsiklauri@tbilisimall.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 დეკემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა