ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20201 - ტენდერი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის 0-70 მმ( შემდეგში: „ბალასტი“) და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის 0-40 მმ და მდინარის სამშენებლო ქვიშის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამ ლოტად: მდინარის გაცრილი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევისა 0-70 მმ (შემდეგში: „ბალასტი“), ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის 0-40 მმ  და მდინარის სამშენებლო ქვიშის შესყიდვაზე დანართ N1.1, N 1.2 და N1.3-ში მოცემული მოცულობებისა და დანართ N2, N3,N4-ში მოცემული სპეციფიკაციის შესაბამისად. 

1.2 საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

მასალის შესყიდვა დანართი N1.1, N1.2 და N1.3-ში მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად.

შესასყიდი მასალა განკუთვნილია როგორ GWP – ასევე RWC- თვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ GWP -სთვის განკუთვნილი რაოდენობა გაყოფილია მისაწოდებელი ლოკაციების შესაბამისად. პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ აღნიშნული ფაქტი და ფასები წარადგინონ შესაბამისად.  

ტენდერში მონაწილე კომპანიას შეუძლია მონაწილეობა როგორც ერთს, ასევე ყველა პოზიციაზე.

შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1.1, დანართი N 1.2 და დანართი N1.3-ის მიხედვით, იმის გათვალისწინებით.

1.4 საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ყოველდღიურ რეჟიმში, ამასთან GWP-ის საწყობი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, შესაბამისად მასალის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში (აღნიშნული პირობა ვრცელდება წინამდებარე ტენდერით შესასყიდ ყველა საქონელზე).

შენიშვნა: აღნიშნული ხელშეკრულების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს შემსყიდველის და გამყიდველის ურთიერთშეთანხმებით.

1.5 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • დანართი N1.1-ში მოცემული საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: ქ. თბილისი, ფეიქართა ქ.#14;
  • დანართი N1.2-ში მოცემული საქონლის ადგილზე აღებას განახორციელებს დამკვეთი, თუმცა აღების ლოკაცია უნდა იყოს ისან-სამგორის რაიონში; საქონლის აღება შესაძლებელი უნდა 24/7 ზე რეჟიმით. პრეტენდენტმა დანართ N 1.2-ში უნდა მიუთითოს ინერტული მასალის აღების მისამართი, ასევე GPSკოორდინატები ( რუკის ბმული).
  • დანართი N1.3-ში მოცემული საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ. რუსთავში, წმ. ნინოს ქ. N 5 ში (მიწოდების საათებია დილის 9 დან საღამოს 6 მდე).

შენიშვნა: ქვიშა ხრეშოვანი ნარევის 0-70 მმ (შემდეგში: „ბალასტი“) მოწოდებისას პრეტენდენტებმა უნდა გაითვლისწინონ, რომ მოწოდება უნდა მოხდეს ე.წ ტენტიანი მანქანებით.

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მასალის მიწოდების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (სასაქონლო ზედდებული/მიღება-ჩაბარება)ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.7 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვა დოკუმენტების შესახებ:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინერტული მასალების (ბალასტი, ქვიშა ხრეშოვანის ნარევის 0-40 და მდინარის სამშენებლო ქვიშის) მოპოვების მოქმედი ლიცენზია (არ არის აუცილებელი თავად იყოს ლიცენზიანტი) ან მასსა და ლიცენზიანტს შორის გაფორმებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

1.8  შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

პრეტენდენტი ვალდებულია განახორციელოს მის მიერ ტენდერში განსაზღვრული კარიერიდან ნიმუშის აღება და უზრუნველყოს მისი შემოწმება აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორია შპს „კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია“ საკუთარი ხარჯით და წარმოადგინოს მასალის ლაბორატორიულად შემოწმების დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს CBR და პროქტორის ტესტს, ასევე წარმოდგენილ დასკვნაში ნაჩვენები უნდა იყოს გაჭუჭყიანების პროცენტულობა და შესაბამისობაში უნდა იყოს დანართ N2-ით, N-3- ით და N4-ით განსაზღვრულ მახასიათებლებთან.

მონაწილეები, რომლებმაც ბოლო 2 თვის მანძილზე ჩაატარეს ანალოგიური ლაბორატორიული ექსპერტიზა, თავისუფლდებიან სატენდერო პერიოდში იმავე კარიერიდან აღებული ინერტული მასალის ლაბორატორიული ექპერტიზის განმეორებით ჩატარებისგან და შეუძლიათ წარმოადგინონ ძველი დასკვნა.

შენიშვნა: ტენდერში გამარჯვებული კომპანია ველდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებადე შემსყიდველის წარმომადგენლის თანდასწრებით განახორციელოს მის მიერ ტენდერში განსაზღვრული კარიერიდან განმეორებით ნიმუშის აღება და მისი შემოწმება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ლაბორატორიაში საკუთარი ხარჯით და წარმოადგინოს მასალის ლაბორატორიულად შემოწმების დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს CBR და პროქტორის ტესტს, ასევე წარმოდგენილ დასკვნაში ნაჩვენები უნდა იყოს გაჭუჭყიანების პროცენტულობა და შესაბამისობაში უნდა იყოს დანართ N2-ით, დანართ N3-ით ანდა დანართ N 4-ით განსაზღვრულ მახასიათებლებთან. იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიული დასკვნა არ იქნება თანხვედრაში წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ სპეციფიკაციებთან (დანართი N2, დანართ N3 და დანართი N4) განსაზღვრულ მახასიათებლებთან, შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ გააფორმოს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

1.9. განსაკუთრებული პირობები:

  • „შემსყიდველის“ მხრიდან მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) შემოწმებისა ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, გამყიდველმა საკუთარი ხარჯით უნდა განახორციელოს მასალის ლაბორატორიული შემოწმება,   შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ლაბორატორიის მეშვეობით, მასალის დანართით N2, N3 და ან N4-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და შესაბამისი დასკვნა გადასცეს „შემსყიდველს“. წარმოდგენილი დასკვნა უნდა მოიცავდეს CBR და პროქტორის ტესტს, ასევე წარმოდგენილ დასკვნაში ნაჩვენები უნდა იყოს გაჭუჭყიანების პროცენტულობა და შესაბამისობაში უნდა იყოს დანართ N2-ით, დანართ N3-ით ანდა დანართ N 4-ით განსაზღვრულ მახასიათებლებთან. შემოწმებისთვის საჭირო ნიმუშის აღებას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს „შემსყიდველის“ წარმომადგენელი.
  • „შემსყიდველი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ლაბორატორიულად შეამოწმოს მასალის ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ ხარისხი ვერ დააკმაყოფილებს დანართი N2,N3-ით და/ან დანართ N4-ით განსაზღვრულ მახასიათებლებს, „შემსყიდველის“ მიერ გაღებულ ლაბორატორიულ ხარჯს, აანაზღაურებს „გამყიდევლი“.
  • იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი ვერ უზრუნველყოფს შეთანხმებული ხარისხის მასალის მიწოდებას „შემსყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს მას პირგასამტეხლო 1000 ლარი ვალდებულების თითოეული დარღვევისათვის და მოსთხოვს მას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებით „მყიდველისათვის“ ან/და ნებისმიერი მესამე მხარისათვის მიყენებული ზიანის (ზარალის) სრულად ანაზღაურება, ხოლო „გამყიდველი“ ვალდებულია დააკმაყოფილოს ამგვარი მოთხოვნა, მისი მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში
  • გამყიდველმა მოწოდება უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ კარიერიდან, რომელზეც გაფორმდა ხელშეკრულება. კარიერის ცვლილების შემთხვევაში, წინასწარ უნდა გააფრთხილოს „შემსყიდველი“ და გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება.

1.10 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.11 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1.1, დანართი N1.2 ან/და დანართი N1.3), ასევე ინფორმაცია მაქსიმალური დღიური რაოდენობის მიწოდების შესაძლებლობაზე;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ქვიშა ხრეშოვანი ნარევის 0-70მმ, ქვიშა ხრეშოვანი ნარევის 0-40მმ და მდინარის სამშენებლო ქვიშის რაოდენობის დამადასტურებელი ლიცენზია და პრეტენდენტსა და ლიცენზიანტს შორის გაფორმებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებული დოკუმენტი(ასეთის საჭიროების შემთხვევაში) 1.7 პუნქტის შესაბამისად ;
  • ლაბორატორიული დასკვნა მასალის ხარისხთან დაკავშირებით 1.8 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელი ტექნიკის ჩამონათვალი და მათი მოცულობები)
  • ინფორმაცია კარიერის ადგილმდებარეობიდან თბილისი, ფეიქართა ქ.#14-მდე არსებული მანძილის შესახებ (კმ), ასევე ინფორმაცია კარიერის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ;

შენიშვნა: წარმოდგენილ კილომეტრაჟში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული გრუნტიანი და ასფალტიანი გზის მანძილი

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • სატენდერო დოკუმენტაციის პირობებზე თანხმობის წერილი დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.12 ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის შესაბამისად.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.13  სხვა მოთხოვნა:

  •  წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • პს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულებისვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოსტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 25.12.2023, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: nkoberidzie@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145)

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 დეკემბერი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა