ჩაბარების ვადა:

22 დეკემბერი 2023, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T20222 - ტენდერი კომპლექსური დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “სილქ ბანკი” აცხადებს ტენდერს კომპლექსური დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე. დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ ბანკის სათაო ოფისში დახურული კონვერტის საშუალებით. ტენდერის მიზანია გამოავლინოს კომპანია რომელთანაც გააფორმებს 2 წლით ჩარჩო მომსახურების ხელშეკრულებას (3 თვიანი გამოსაცდელი ვადით) და რომელსაც დაევალება კომპლექსური მომსახურების შესრულება, ტენდერით გაწერილი მოთხოვნების და პირობების შესაბამისად.

მომსახურების აღწერა:

მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდებს დამკვეთის ობიექტების დასუფთავება, თანმდევი სადენზიფიქაციო, საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მიწოდება და ზემოთაღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა.

შესასრულებელი სამუშაობის დეტალური აღწერა, მომსახურების მოცულობა, განრიგი და სტანდარტები იხ. თანდართულ ფაილად - დანართი N 5

ობიექტების ჩამონათვალი დანართი N 4- ხარჯთაღრიცხვა

 შეფასების კრიტერიუმები:

  • ღირებულება;
  • გამოცდილება საკვალიფიკაცი მოთხოვნები;
  • შესაბამის სფეროში მოღვაწეობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება;
  • საჭირო მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი.

მნიშვნელოვანი პირობა:

  • ტენდერის ფარგლებში მიღებული ტარიფი უცვლელად უნდა დარჩეს ხელშეკრულების სრული ვადით;
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს ჩათვლით;
  • წარმოდგენილი დანართები სრულად უნდა იყოს შევსებული, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული.

შემოთავაზებების მიღების წესი:

შემოთავაზება უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში 22 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2

მონაწილეობის პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია:

  • დანართი N1- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
  • დანართი N2 - ბოლო 3 წლის განმავლობაში ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების, კლიენტების ვინაობისა და თანამშრომლობის გამოცდილების შესახებ (თავისუფალი ფორმით)
  • დანართი N3 -სულ მცირე 2 სარეკომენდაციო წერილი
  • დანართი N 4 - ხარჯთაღრიცხვა
  • დანართი N 5 - ოფისის დასუფთავების მოთხოვნები

პროცესის მსვლელობასთან და პროცესთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით გთხოვთ მოიწეროთ procurement@silkbank.ge

ხოლო ტექნიკურ კითხვებთან დაკავშირებით და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:
შალვა ლეჟავა  
ტელ: 577362888

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება