ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20236 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

ძირითადი მოთხოვნები:
ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო სამი წლის განმავლობაში;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებაზე.

სხვა მოთხოვნები:

  • სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართ #1-ის შევსების გზით. ყველა ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
  • შემოთავაზებული ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #1-ში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებსა (სპეციფიკაციები) და საგარანტიო პირობებს.

კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება: 

  • კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტექნიკის მოწოდება 2024 წლის ივლისის ბოლომდე.
  • კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის 10% გადახდილი იქნება ავანსად, ხოლო დარჩენილი 90%-ის ანაზღაურება მოხდება 2024 წლის 1-15 სექტემბრის შუალედში.
  • ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
  • შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად ასევე განიხილება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები, ვიდრე ეს მითითებულია დანართ #1-ში.
  • კანდიდატს აფლება აქვს წარმოადგინოს რამდენიმე კონფიგურაცია, მაგრამ არაუმეტეს 5-ისა.
  • არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.

პროცედურა: წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კვოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ ამ განცხადებაზე თანდართული ფორმის ჩამოტვირთვისა და შევსების გზით:

  • დანართი # 1 (ფასთა კვოტირების ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში, დღგ-ს გარეშე;

დანართს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ.
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
  • სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2024 წლის 15 თებერვლამდე შემდეგ ელ. მისამართზე: info@btu.edu.ge - სათაურით “ტენდერი კომპიუტერების შესყიდვაზე”.

წინასატენდერო კითხვების შემთხვევაში ასევე შეგიძიათ კითხვები მოიწეროთ მისამართზე info@btu.edu.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები