ჩაბარების ვადა:

29 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20240 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 29 დეკემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.

წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო და გადახდის პირობებს.

შესასყიდი პროდუქციის მოთხოვნილი მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია შემოთავაზების ფორმაში - დანართში №2;

აუცილებელი პირობები:

დანართში №2 მითითებული რაოდენობის შესყიდვას ბანკი განახორციელებს ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში, შემდეგი პირობების გათვალისიწნებით:

  • შესასყიდი რაოდენობები მოცემულია შემოთავაზების ფორმაში - დანართში №2 ში არის აღნიშნული პერიოდის მანძილზე საორიენტაციოდ შესასყიდი რაოდენობა.
  • სილქ ბანკი არ იღებს საორიენტაციო რაოდენობის სრულად გამოსყიდვის ვალდებულებას.
  • შერჩეული კომპანია ვალდებული იქნება დანართ N 2 მითითებული კომპიუტერული ტექნიკის დამატებითი მარაგების საჭიროების შემთხვევაში სილქ ბანკს ტენდერში დაფიქსირებულ ფასად მიჰყიდოს საორიენტაციო რაოდენობის 50%-მდე რაოდენობა. შეკვეთის მომენტში თუ შერჩეული მოდელის ფასი რითეილ მაღაზიაში უფრო დაბალ ფასად იქნება, კომპანია ვალდებულია პროდუქტის ფასი რითეილ ფასის ზღვრამდე ჩამოწიოს);
  • ბანკი განიხილავს პროდუქციის შეკვეთით ჩამოტანის შესაძლებლობასაც
  • შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდეს სხვადასხვა მომწოდებლებისგან;
  • შემოთავაზებული პროდუქცია განხილული იქნება თითოეული პოზიციისთვის ცალკ-ცალკე, მახასიათებლისა და ფასის გათვალიწინებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • შესაძლებელია კომპანიებმა წარმოადგინონ წინადადება დანართ N 2 არსებული ჩამონათვალზე დამატებით სხვა კომპიუტერული პროდუქტისა;
  • პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება მხოლოდ ერთ ან/და რამდენიმე ბრენდზე ერთად;
  • შემოთავაზების ფორმის დანართ №2-ში აუცილებლად მიუთითეთ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის დასახელება და დეტალური ტექნიკური მახასიათებლები;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დანართი №2 - შემოთავაზების ფორმის რედაქტირება, მაგალითად: სტრიქონის დამატება, თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე რამდენიმე შეთავაზება გექნებათ (მაგ.: სხვადასხვა ბრენდის/მოდელის ტექნიკა);
  • პრეტენდენტების მიერ შემოთავაზებული პროდუქცია აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილში მითითებულ მინიმალურ მოთხოვნებს.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით;
  • წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით;
  • პრეტენდენტმა კომპანიამ დანართი №2 უნდა ატვირთოს, ასევე excel-ის ფორმითაც;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები თბილისის მაშტაბით;
  • ბანკის მოთხოვნაა, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შემოთავაზებული ტექნიკის შეკეთება/მომსახურების გაწევა მოხდეს ბრენდის ავტორიზებულ სერვისცენტრში.

ანგარიშსწორების პირობები:

  • სილქ ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს გენერალურ ხელშეკრულებას სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
  • მომწოდებელი ვალდებულია გახსნას ანგარიში სილქ ბანკში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • ხარისხი /ტექ.მახასიათებლები
  • მოწოდების ვადები
  • საგარანტიო ვადები/სერვისის ვადები

მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დანართი N1- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
  • დანართი N2 –- ხარჯთაღრიცხვა

შემოთავაზებების მიღების წესი:

  • შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარაიში, 29 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
  • მის. ქ. თბილისი ზაარბრიუკენის მოედანი N 2 სს“სილქ ბანკი“

პროცესის მსვლელობასთან და პროცესთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით გთხოვთ მოიწეროთ procurement@silkbank.ge

ხოლო ტექნიკურ კითხვებთან დაკავშირებით და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
შალვა ლეჟავა  
ტელ: 577362888

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები