ჩაბარების ვადა:

26 დეკემბერი 2023, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T20241 - ტენდერი ბანკის ATM აპარატების რეალიზაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “სილქ ბანკი” აცხადებს ტენდერს ბანკის ბანკომატების რეალიზაციაზე.

მიმდინარე ეტაპზე ბანკომატები არ არის ექსპლუატაციაში. ბანკომატების გამოშვების თარიღი 2006 და 2007 წლებია. ბანკომატები განთავსებულია თვბილისში. ტენდერში მონაწილე შემსყიდველმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს რომ ბანკომატების რეალიზაციის შედეგად ტრანსპორტირების ხარჯი სრულად უნდა ანაზღაურდეს შემსყიდველი კომპანიის მიერ.

შემოთავაზებების მიღების წესი:

შემოთავაზება უნდა წარმოადგინოთ დალუქული კონვერტით სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში 26 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2

მონაწილეობის პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია:

  • დანართი N1- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
  • დანართი N 2 - ბანკომატების ხარჯთაღრიცხვა

პროცესის მსვლელობასთან და პროცესთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით გთხოვთ მოიწეროთ procurement@silkbank.ge

ხოლო ტექნიკურ კითხვებთან დაკავშირებით და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით  დაუკავშირდით:
შალვა ლეჟავა  
ტელ: 577362888

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 39300000 სხვადასხვა სახის მოწყობილობები