ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2023, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T20261 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.

ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას. შესასყიდი პროდუქციის მოთხოვნილი მინიმალური მახასიათებლები მოცემულია შემოთავაზების ფორმაში - დანართში №2;

ტენდერის პირობები:

დანართში №2 მითითებული რაოდენობის შესყიდვას ბანკი განახორციელებს ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში, შემდეგი პირობების გათვალისიწნებით:

  • შესასყიდი საორიენტაციო რაოდენობა მოცემულია შემოთავაზების ფორმა - დანართში №2;
  • შესაძლებელია საორიენტაციო რაოდენობით გათვალისწინებულზე 30% მეტი ან ნაკლები ღირებულების საქონლის შესყიდვა;
  • შერჩეული კომპანია ვალდებული იქნება დანართ N 2 მითითებული საკანცელარიო საქონლის დამატებითი მარაგების საჭიროების შემთხვევაში სილქ ბანკს ტენდერში დაფიქსირებულ ფასად მიჰყიდოს საორიენტაციო რაოდენობის 50%-მდე რაოდენობა;
  • შეკვეთის მომენტში თუ შერჩეული მოდელის ფასი რითეილ მაღაზიაში უფრო დაბალ ფასად იქნება, კომპანია ვალდებულია პროდუქტის ფასი რითეილ ფასის ზღვრამდე ჩამოწიოს;
  • შესაძლებელია კომპანიებმა წარმოადგინონ წინადადება დანართ N 2 არსებული ჩამონათვალზე დამატებით სხვა საკანცელარიო პროდუქტისა;
  • პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება მხოლოდ ერთ ან/და რამდენიმე ბრენდზე ერთად;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დანართი №2 - შემოთავაზების ფორმის რედაქტირება, მაგალითად: სტრიქონის დამატება, თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე რამდენიმე შეთავაზება გექნებათ (მაგ.: სხვადასხვა ბრენდის/მოდელის საქონელი);
  • მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • შემოთავაზების ფორმის დანართ №2-ში აუცილებლად მიუთითეთ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის დასახელება და დეტალური ტექნიკური მახასიათებლები;
  • პრეტენდენტების მიერ შემოთავაზებული პროდუქცია აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილში მითითებულ მინიმალურ მოთხოვნებს;
  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით;
  • წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით;
  • წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით;
  • უპირატესობად ჩაითვლება თუ კომპანია საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს შემდეგ რეგიონალურ მისამართებზე: ქ. ბათუმი, დავით მამულაძის ქ. N 13 ქ. ქუთაისი ზ. გამსახურდია ქ. N 23.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ბანკი ყოველ ჯერზე ფილიალებისთვის (თბილისი, რეგიონი) განახორციელებს 1 თვის მარაგის შესყიდვას. ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიტანიდან 5 სამუშაო დღეში;
  • სილქ ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს გენერალურ ხელშეკრულებას სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
  • მომწოდებელი ვალდებულია გახსნას ანგარიში სილქ ბანკში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • ხარისხი /ტექ.მახასიათებლები
  • მოწოდების ვადები

მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დანართი N1- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
  • დანართი N2 – ხარჯთაღრიცხვა
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით);

შემოთავაზებების მიღების წესი

შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 28 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2 

საკონტაქტო პირი:

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი  
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
procurement@silkbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა