ჩაბარების ვადა:

29 დეკემბერი 2023, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20263 - ტენდერი ლეპტოპის ჩანთების დამზადებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,სმარტსოფტი“ აცხადებს ტენდერს ლეპტოპის ჩანთების დამზადებასთან დაკავშირებით.

კონკრეტული დავალება:

  • ლეპტოპის ჩანთები დამზადებული უნდა იყოს ტყავის მასალისგან, სატენდერო განაცხადს თანდართული სამუშაო დოკუმენტის და ვიზუალის შესაბამისად;
  • სამუშაო დოკუმენტში მოცემული ლოგო ,,JetX“ უნდა იყოს განთავსებული ჩანთის წინა მხარეს, ხოლო ლოგო ,,Smartsoft“ - უკანა მხარეს, ორივე ლოგო ემბოსით ჩაწეული.
  • ჩანთა უნდა იყოს განკუთვნილი 15 ინჩიანი ლეპტოპისთვის, შემდეგი ზომებით:
    - სიგანე - 40სმ
    - სიმაღლე - 28 სმ
    - სიღრმე - 4-6 სმ
  • რაოდენობა - 70 ცალი (შესაძლოა, ხელშეკრულების ეტაპზე
  • რაოდენობა მცირედით დაკორექტირდეს)
  • სატენდერო დოკუმენტაციის განსაზღვრული ჩანთების სრული რაოდენობის დამზადება და შემსყიდველისათვის მოწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 1 თებერვლისა.
  • პრეტენდენტმა კომპანიამ ტენდერის დასრულებიდან არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეში შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა წარმოუდგინოს ტენდერით მოთხოვნილი ვიზუალის და მახასიათებლების ჩანთის 1 ნიმუში.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

გადახდის პირობები:

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მოწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 29 დეკემბერი, 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:
სოფიო ბასილაძე
ელ.ფოსტა: S.Basiladze@smartsoft.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 დეკემბერი 2023 დრო 13:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა