ჩაბარების ვადა:
        
    5 იანვარი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20266 - ტენდერი საოფისე სავარძლების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 5 იანვარი 2024 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საოფისე სავარძლების შესყიდვის შესახებ.
გამოცხადების თარიღი: 22/12/2023
დასრულების თარიღი: 5/01/2024
საკონტაქტო პირი:
გიორგი ლომთაძე
ელ ფოსტა: glomtadze@bog.ge
მობ: 579156796
ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს;
 - პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
 - დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
 - ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს, საჭიროებისამებრ მოითხოვს ნიმუშს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
 - ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
 - ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1-ფასების ცხრილი.
 - შემოთავაზება უნდა აკმაყოფილბდეს დანართ N1-ში მოცემულ სპეციფიკაციებს.
 - სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში გადასახადების ჩათვლით;
 - შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 2 (ერთი) წელი;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
 - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
 - საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
 - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
 - წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში
 
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი