ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20288 - ტენდერი კახარეთი ჰესის გ1 გენერატორის როტორის და სტატორის ხვიების იზოლაციების სრული შეცვლის მომსახურებაზე ( #26/12-GIEC-S-Hydro/Kakhareti-Generator-24 )

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს კახარეთი ჰესის გ1 გენერატორის როტორის და სტატორის ხვიების იზოლაციების სრული შეცვლის მომსახურებაზე. #26/12-GIEC-S-Hydro/Kakhareti-Generator-24

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ: (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე);
  • ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (დანართი N2).

ობიექტის მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახარეთი

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

  • აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
  • პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობები წინასწარ შეათანხოს დამკვეთთან.
  • მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 01 მარტი.
  • შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ კახარეთი ჰესის გ1 გენერატორის როტორისა და სტატორის ხვიების იზოლაციების შეცვლის სამუშაოთა სრული ჩამონათვალის ფაილი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N1).
  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ggiorgobiani@gig.ge ან წინასწარი შეტყობინების შემთხვევაში (577 64 00 74 - გიორგი) შესაძლებელია წინადადების დალუქული კონვერტით წარმოდგენა შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. (ყოფილი პეკინის გამზირი) #34.
  • კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „კახარეთი ჰესის გ1 გენერატორის როტორის და სტატორის ხვიების იზოლაციების სრული შეცვლის მომსახურება“ და ნომერი - #26/12-GIEC-S-Hydro/Kakhareti-Generator-24. ასევე პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 იანვარი, 17:00 სთ;

შეთავაზების ვალუტა: ლარი

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ლერი ჭიპაშვილი
ტელ: 599 88 11 66

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები