ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20289 - ტენდერი რაჭა ჰესის ღია და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის 6,3 და 35კვ-ს ვაკუუმური ამომრთველების შეკეთება - რეაბილიტაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს რაჭა ჰესის ღია და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის 6,3 და 35კვ-ს ვაკუუმური ამომრთველების შეკეთება - რეაბილიტაციაზე. #26/12-GIEC-S-Hydro/Racha-VCB-24

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ტექნიკური დავალების შესაბამისად (დანართი N1 - ვაკუუმური ამომრთველების რეაბილიტაცია)
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე).
  • ინფორმაცია შესრულების ვადების შესახებ (შესრულების სასურველი ვადა 2024 წლის აპრილი- მაისი).

ობიექტის მისამართი:

  • ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

  • აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
  • პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობები წინასწარ შეათანხოს დამკვეთთან.
  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Bivaniashvili@gig.ge ან წინასწარი შეტყობინების შემთხვევაში (595 888 268 - ბექა)შესაძლებელია წინადადების დალუქული კონვერტით წარმოდგენა შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. (ყოფილი პეკინის გამზირი) #34. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის ნომერი - #26/12-GIEC-S-Hydro/Racha-VCB-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ბექა ივანიაშვილი; ტელ: 595 888 268

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბატონ ლერი ჭიპაშვილს, ტელ: 599 88 11 66

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 იანვარი 17:00 სთ;

შეთავაზების ვალუტა: ლარი

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა