ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2024, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T20292 - ტენდერი სამ ლოტად საექსპლუატაციო ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილების ბურღვაზე, გამაგრებასა და შესწავლაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“ ID 204870844 აცხადებს ტენდერს სამ ლოტად:

  • ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს ლიკანის უბანზე საექსპლუატაციო ჰიდროგეოლოგიური  ჭაბურღილი № 54 (დუბლიორი) - ის ბურღვაზე, გამაგრებაზე და შესწავლაზე.
  • ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს ლიკანის უბანზე საექსპლუატაციო ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილი № 134-ის ბურღვაზე და შესწავლაზე.
  • დაბის მიწისქვეშა მტკნარი წყლის საბადოს ტერიტორიაზე № 9 და № 10 ჭაბურრილების ბურღვაზე, გამაგრებაზე და შესწავლაზე.

კომპანია იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი კვალიფიკაციის ყველა დაინტერესებულ გადასახადების გადამხდელ, იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს.

ტექნიკური დავალება შესაბამის დანართებთან ერთად იხ. მიმაგრებულ ფაილებში.

შემოთავაზებეა უნდა წარადგინოდთ ექსელის ფაიშლი, ხარჯთაღრიცხვის ფომატში გადასახადების მითითებით. გთხოვთ ასევე შემოთავაზებაში იყოს მითითებული შესრულების ვადა და გადახდის პირობა.

შემოთავაზებების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის, 15 იანვრი, 15:00 საათი.

საკონტაქტო პირი:
ggogiberidze@borjomi.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები