ჩაბარების ვადა:

17 იანვარი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20328 - ტენდერი სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „იდეა მელიქიშვილი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში მონაწილეობის მიღებას - ქ. თბილისში საცხოვრებელ და სასტუმრო ( მულტიფუნქციური ) კომპლექსის შიდა სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულების მიზნით.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს შპს „იდეა მელიქიშვილი“.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტ/ებ/მა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 17 იანვრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    -სატენდერო წინადადებების მიღება - 17 იანვარი 2024 წ.
    -გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა - 30 იანვარი 2024 წ.
    -ხელშეკრულების გაფორმება - 7 თებერვალი 2024 წ.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

სატენდერო წინადადება:

 სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ პრეტენდენტის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სამართალწარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ქვეკონტრაქტორების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, მსგავსი პროფილის სამუშაოებზე აქცენტირებით, სამუშაოს განხორციელების ვადებისა და ბიუჯეტების მითითებით;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ N 2-ში მითითებული სახით;
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი N 5-ის სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი საორენტაციო ხარჯთაღრიცხვა ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი N3 და N4 -ის სახით; ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში;
  • მის საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის დეტალური ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 17 იანვარი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
თორნიკე გიორგაძე
+995 555 48 48 99
tornikegiorgadze@ginoholding.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    5 იანვარი 2024 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა