ჩაბარების ვადა:

12 იანვარი 2024, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T20329 - სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე.

ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას. შესასყიდი პროდუქცია მოცემულია შემოთავაზების ფორმაში - დანართში №2;

ბანკი მითითებული საქონლის შესყიდვას განახორციელებს ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში, შემდეგი პირობების გათვალისიწინებით:

ტენდერის პირობები

  • შესაძლებელია კომპანიებმა წარმოადგინონ წინადადება დანართ N 2 არსებული ჩამონათვალზე დამატებით სხვა სამეურნეო პროდუქტისა.
  • პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება ერთ ან/და რამდენიმე ბრენდზე ერთად;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დანართი №2 - შემოთავაზების ფორმის რედაქტირება, მაგალითად: სტრიქონის დამატება, თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე რამდენიმე შეთავაზება გექნებათ (მაგ.: სხვადასხვა ბრენდის/მოდელის საქონელი);
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ბანკის გამოგზავნილი მოთხოვნიდან, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, მოთხოვნაში მითითებულ ბანკის სერვის ცენტრის მისამართზე (დანართი N 3);
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით;

აუცილებელი მოთხოვნები

  • შემოთავაზების ფორმის დანართ №2-ში აუცილებლად მიუთითეთ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის დასახელება და დეტალური მახასიათებლები;
  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით
  • წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით;

დამატებითი მოთხოვნები

გთხოვთ წარმოდგენილ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);

უპირატესობად ჩაითვლება თუ კომპანია საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს შემდეგ რეგიონალურ მისამართებზე: ქ. ბათუმი, დავით მამულაძის ქ. N 13 ქ. ქუთაისი ზ. გამსახურდია ქ. N 23.

ანგარიშსწორების პირობები

  • ბანკი ყოველ ჯერზე ფილიალებისთვის (თბილისი, რეგიონი) განახორციელებს 1 თვის მარაგის შესყიდვას. ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიტანიდან 5 სამუშაო დღეში;
  • სილქ ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს გენერალურ ხელშეკრულებას სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
  • მომწოდებელი ვალდებულია გახსნას ანგარიში სილქ ბანკში.

გამარჯვებულის გამოვლენა

სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი;
  • ხარისხი /ტექ.მახასიათებლები;
  • მოწოდების ვადები.

მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
  • დანართი N2 – ხარჯთაღრიცხვა
  • დანართი N 3 - ფილიალების მისამარეთები
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით);

შემოთავაზებების მიღების წესი:

  • შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 12 იანვარს დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
  • მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2
  • დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, გთხოვთ კითხვები მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
577362888

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია