ჩაბარების ვადა:

26 თებერვალი 2024, 14:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20336 - ტენდერი წყლით ხანძარქრობის (ჰიდრანტების) მოწყობის პროექტის შემუშავებასა და მონტაჟზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა: 26 თებერვალი 2024 წელი, 14:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სათავო ოფისის წყლით ხანძარქრობის (ჰიდრანტების) მოწყობის პროექტის შემუშავებასა და მონტაჟთან დაკავშირებით.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა: 

  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ესაჭიროება სათავო ოფისში - ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ N10, წყლით ხარძარქრობის (ჰიდრანტების) მოწყობის პროექტის შემუშავება შემდგომი მონტაჟით. ქსელში ჩართული შიდა სახანძროკარადებით, სახანძრო სახელოებით (შლანგებით) და სახანძრო ონკანებით.
  • შენობა შედგება ექვსი სართულისგან და ექვსივე სართულზე უნდა დამონტაჟდეს სახანძრო კარადები, სულ 12 ცალი, რომლებიც იქნება განლაგებული იატაკიდან 0.9 - 1.5 მ-ზე, არსებულ წყლის სისტემაში ჩართული 20 მ სიგრძის სახანძროსახელოებით (შლანგი) და ლულით.
  • წყლის სისტემის დაერთების წერტილი განთავსებულია სარდაფის სართულზე, საიდანაც მილდგარის მოწყობა უნდა მოხდეს ზედა ექვს სართულზე; თითოეულ სართულზე ამოსულ დგარზე უნდა მოეწყოს ორი განშტოება და განშტოება დაბოლოვდეს სახანძრო კარადით;
  • საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოები უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო წესებითა და ნორმებითდადგენილ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს. პროექტი შეთანხმებული და მისაღები უნდა იყოს 112-ში.
  • პროექტის მომზადებისათვის დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა მოახდინოს ობიექტის შეფასება და ფიზიკური შეფასების შედეგად წარმოადგინოს პროექტირება და მონტაჟის  დეტალური ხარჯთაღრიცხვით.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტირებისა და მონტაჟის შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა ინვოისის სახით.

1.4 საქონლის მოწოდების და მონტაჟის შესრულების  ადგილი და ვადა:

მომსახურების შესრულების ადგილი: ქ თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ N10. მომსახურების მიღების ვადა განისაზღვრება პრეტენდენტი კომპანიის მიერ ინვოისში მითითებული ვადის შესაბამისად.

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ როგორც საქონელზე ასევე მომსახურებაზე წარმოდგენილ უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ ინვოისში მითითების გზით.

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასება - ინვოისი, დეტალური ხარჯთაღრიცხვა - ბრენდის/მოდელის მითითებებით, მოწოდება/მონტაჟის ვადები, საგარანტიო პერიოდი. ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში, ყველა ოფიციალური გადასაცადის ჩათვლით;
  • შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური დოკუმენტი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების მომენტიდან არაუმეტეს 3 თვით ადრე.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი)კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 თებერვალი 2024 წელი. 14:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ქეთი კანდელაკი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ N10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge  
მობ: 5999192500

ტექნიკურ დეტალებზე საკონტქტო პირი:

საკონტაქტო პირი: გაგა ტყემალაძე  
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ N10
ელ. ფოსტა: gtkemaladze@gwp.ge
ტელ.: 577 245 241

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 იანვარი 2024 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა