ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2024, 18:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T20360 - ტენდერი ტაქსის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

,,დიპლომატ ჯორჯია’’ გიწვევთ ტაქსის მომსახურების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

"დიპლომატ ჯორჯია" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ინფორმაცია მომსახურებაზე:

  • მომსახურების პერიოდი: სამუშაო კვირა, 07:00 დან 04:00 მდე
  • ერთდროულად რამოდენიმე მანქანის მობილიზება ღამის საათებში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქუჩა 1 შესახვევი # 10
  • გამოძახების მიახლოებითი რაოდენობა თვეში: 600;
  • მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი,  ქ.რუსთავი, ქ.მცხეთა;
  • მომსახურების გაწევის მთავარი ადგილი: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქუჩა 1 შესახვევი # 10

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი)
  • სრულად შევსებული კომერციული წინადადება ( დანართი 1)
  • ფასები მითითებული უნდა იყოს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) ჩათვლით
  • თუ კომპანია არ არის დღგ–ს გადამხდელი, გთხოვ მიუთითოთ ამის შესახებ შემოთავაზებაში
  • მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს ყოველი თვის დასასრულს, ქვითრებისა და რეპორტების მონაცემების შედარების შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლით

კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • რეპორტის წარმოება და დროული მიწოდება (იხ.რეპორტის ფორმა დანართი 2)
  • უზრუნველყოს ქოლ-ცენტრის/ცხელი ხაზის გამართული მუშაობა
  • დაუყოვნებლივ მოახდინოს მგზავრის გაფრთხილება შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში
  • ავტომობილები უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ და სანიტარულ მდგომარეობაში

დაინტერესებულმა კომპანიებმა, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დანართისფაილის შესაბამისად. 

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 იანვრის 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: T.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების სპეციალისტი:
საკონტაქტო პირი: თამარ კაკაშვილი
ელ. ფოსტა: t.kakashvili@diplomat.ge
ტელ: +995 599 46 53 28

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 იანვარი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა