ჩაბარების ვადა:

17 იანვარი 2024, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T20368 - ტენდერი სარემონტო სამუშაოებისთვის აუცილებელი ნახაზების, დიზაინის, რენდერების, ხარჯთაღრიცხვის მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “იორკ ჯოლდინგ გრუპი” აცხადებს ტენდერს შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის აუცილებელი ნახაზების, დიზაინის, რენდერების, ხარჯთაღრიცხვის მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურებაზე.

დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადება ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@yorktowers.com

ტენდერის მიზანია, გამოვლინდეს ერთი ან რამოდენიმე კომპანია, რომელთანაც დამკვეთი გააფორმებს ჩარჩო ხელშეკრულებას აღნიშნულ მომსახურებაზე ერთ წლიანი ვადით (გაგრძელების პირობით).

მომსახურების აღწერა:

ხელშეკრულების ფარგლებში ჩასატარებელი იქნება შემდგი სამუშაოები:

  • უძრავი ქონების აზომვა. 
  • სარემონტო სამუშოების ნახაზების მომზადება. 
  • მათ შორის MEP ნახაზების მომზადება. 
  • ინტერიერის დიზაინის ნახაზი (2 ვარიანტი). 
  • რენდერების აწყობა. 
  • სარემონტო სამუშაოების BOQ-ს მომზადება (ფასების გარეშე). 
  • ავეჯის ნახაზების გაკეთება, ავეჯის აზომვა. 

ფასების შესავსებად გამოიყენეთ დანართი N 1 - ხარჯთაღრიცხვა.

კონტრაქტის პირობები იხილეთ დანართში N 2 - კონტრაქტის ფორმა.

შეფასების კრიტერიუმები:

  • მომსახურების ერთეულის ფასი
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
    - პროექტირების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
    - 3 რეკომენდაცია (რეფერენსი).
    - 3 დასრულებული პროექტი. 

დამატებითი პირობები:

  • ტენდერის ფარგლებში მიღებული ფასები არ შეიცვლება ხელშეკრულების სრული ვადის განმავლობაში.
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს ჩათვლით.

ტენდერის მონაწილეებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@yorktowers.com. შეთავაზების მიღების ბოლო ვადაა 17.01.2023

 ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • შევსებული ხარჯთაღრიცხვა.
  • სულ მცირე 3 სარეკომენდაციო წერილი.
  • ინფორმაცია სულ მცირე 3 დასრულებული პროექტის შესახებ.

ტენდერთან დაკავშირებული კითხვები მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: procurement@yorktowers.com

დამკვეთი იტოვებს უფლებას მიღებულ შეკითხვებზე პასუხი საჯაროდ tenders.ge-ს საშუალებით გასცეს, პასუხი პირდაპირ ადრესატს დაუბრუნოს ან, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთდ არ უპასუხოს შეკითხვას.

ტექნიკური ხასიათის შეკითხვების დასაზუსტებლად დარეკეთ:
ელენე ჯგრენაია
ტელ: +995 593302200 

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები