
ჩაბარების ვადა:
15 იანვარი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2043 - ტენდერი ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" აცხადებს ტენდერს: ტაქსით მომსახურების კომპანიის შერჩევაზე.
ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.
ტენდერის პირობები და მოთხოვნები:
აუცილებელი პირობა:
- ავტომობილი უნდა იყოს აღჭურვილი მრიცხველით;
- უნდა უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა;
- ავტომობილი უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ და სანიტარულ მდგომარეობაში;
გამოძახება უნდა ხდებოდეს და დასტურდებოდეს მხოლოდ წინასწარ დაფიქსირებული ტელ. ნომრების სიით;
- გამოძახებისას აუცილებლად უნდა შეივსოს კომპანიის შიდა ბლანკი (ორ ეგზემპლარად);
- ყოველი თვის ბოლოს უნდა ხორციელდებოდეს გამოძახებების შედარება ჩეკებისა და შიდა ბლანკების საფუძველზე.
- რუსულენოვანი ოპერატორი;
- დაგვიანებების მკაცრი კონტროლი.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მომსახურების კორპორატიული ტარიფი თბილისში და თბილისის ფარგლებს გარეთ (1 კილომეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით)
- დალოდების ტარიფი (1 წუთის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით).
- გამოძახების ღირებულება
- რეაგირების დრო (გამოძახებიდან დახვედრამდე).
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც მაღაზია "დომინო", რომელიც მომხმარებელს სამშენებლო მასალებსა და სახლისთვის ყველა საჭირო მასალის ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- გთხოვთ, ტენდერის მასალები (ინფორმაცია) მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, თვალჭრელიძის #2, მაღაზია „დომინო“.
- კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება, ასევე, ტენდერის სახელწოდება.
შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე. - ასევე მასალები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: a.kikalishvili@domino.com.ge
- შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2016 წლის 15 იანვარი 18:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები