ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T20442 - ფასთა გამოკითხვა კასპის მექანიკური საამქროს სახურავის შეცვლის პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვა კასპის მექანიკური საამქროს სახურავის შეცვლის პროექტირებაზე.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • მიწოდებული განლაგებითი ნახაზების და შენობის მდგომარეობის საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, კასპის ქარხნის მექანიკური საამქროს სახურავის ცვლილების პროექტის მომზადება ზემოთ მითითებული მოცულობით.
  • წინასაპროექტო კონსულტაციები დამკვეთის საპროექტო ჯგუფთან, ძირითად საპროექტო გადაწყვეტილებებზე.
  • სამშენებლო სამუშაოების მოცულობების უწყისი, რომელშიც ასახული იქნება მშენებლობის ყველა ეტაპის შესაბამისი სამუშაოების მოცულობები.
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტის რედაქტირება დამკვეთის შენიშვნების მიხედვით.

პროექტი თანხვედრაში უნდა იყოს ჰაიდელბერგცემენტის შიდა პროექტირების სტანდარტებისა და კრიტერიუმებისა და ქვეყანაში არსებული ყველა მოქმედ სტანდარტთან და მოთხოვნასთან.

შემსრულებელმა უნდა მოგვაწოდოს საპროექტო დოკუმენტაციის 1 ბეჭდური ეგზემპლარი და ყველა საპროექტო დოკუმენტი ორიგინალ ფაილში.

ყველა დოკუმენტი შესრულებული უნდა იყოს შესაბამის პროგრამაში, ხელით შესრულებული დოკუმენტები არ მიიღება დამკვეთის მიერ. ქვემოთ მოცემულია პროგრამები რომლებიც მისაღებია შეთანხმების გარეშე:

  • ტექსტური დოკუმენტები, წერილები : MS Word
  • ცხრილები, ანგარიშები: MS- Excel
  • გეგმაგრაფიკები: MS – Project
  • ნახაზები და სქემები: AUTOCAD

ამასთან ყველა ეს დოკუმენტი მოწოდებული უნდა იყოს pdf Acrobat ფორმატშიც.

აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.

ყველა ზემოთ მითითებული სამუშაო უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალების და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი მოცულობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა:  გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები:  სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე
  • ტექნიკური მოთხოვნები:  თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

თანდართული დოკუმენტები:

  • ჰაიდელბერგცემენტის შიდა პროექტირების სტანდარტები და კრიტერიუმები (DCS).
  • ნაგებობის წინასწარი განლაგებითი ნახაზები.
  • საექსპერტო დასკვნა შენობის მდგომარეობაზე
  • მოთხოვნები შრომის უსაფრთხოებაზე.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 30.01.2024– 12:00 საათი.

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე

HeidelbergCement Georgia Ltd
21 ალ. ყაზბეგის გამზირი
0160 თბილისი, საქართველო

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ვლადიმერ სურგულაძე
+995 595 810 505
vladimer.surguladze@heidelbergcement.com

ირაკლი სადუნიშვილი
+995 577 50 97 05
irakli.sadunishvili@heidelbergcement.com   

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები