ჩაბარების ვადა:
        
    26 დეკემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2045 - ტენდერი ოქროსა და ვერცხლის სასინჯი რეაქტივების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 26 დეკემბერი 2016 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ოქროსა და ვერცხლის სასინჯი რეაქტივების შესყიდვაზე.
შესასყიდი პროდუქტის აღწერა:
| # | სასინჯი ხსნარი | მლ | 
| 1 | სინჯი 375 | 3 | 
| 2 | სინჯი 500 | 3 | 
| 3 | სინჯი 583 | 3 | 
| 4 | სინჯი 585 | 3 | 
| 5 | სინჯი 750 | 3 | 
| 6 | სინჯი 900 | 3 | 
| 7 | სინჯი 958 | 3 | 
| 8 | ქრომპიკი | 3 | 
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 - შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
 
სხვა პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
 - მოწოდების ვადა განისაზღვრება შეკვეთის თარიღიდან 1 (ერთი) კვირა;
 - მოწოდებული რექტივები უნდა იყო დალუქულ ამპულებში;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 19 დეკემბრიდან 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის, პუნქტი #2-ის და პუნქტი #3-ის გასწვრივ;
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 
599 74 00 41 - ლადო სიჭინავა
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 26 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=678&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 22500000 საბეჭდი ფორმები ან ცილინდრები ან ბეჭდვისას გამოსაყენებელი სხვა საშუალებები
 - 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები