ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20478 - ტენდერი ფისკალური / დეტალური თერმო ქაღალდის და წებოვანი ეტიკეტის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ფისკალური / დეტალური თერმო ქაღალდის და წებოვანი ეტიკეტის შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა :

  • ფისკალური ლენტა: 57მმ/20მ;
    ქაღალდის სისქე: 48 გრ
    ყოველთვიური შესყიდვის საშუალო რაოდენობა 35 000 რულონი;
  • დეტალური ლენტა: 80მმ/55მ;
    ქაღალდის სისქე: 48 გრ
    ყოველთვიური შესყიდვის საშუალო რაოდენობა 35 000 რულონი;
  • თვითწებადი ქაღალდი 58/40/500;
    ეტიკეტის ზომა: 58X40 მმ
    ეტიკეტების რაოდენობა 1 რულონში : 500 ცალი
    ყოველთვიური შესყიდვის საშუალო რაოდენობა 10 000 რულონი; 

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, როგორიც არის მაგალითად, ქაღალდის ბრენდი;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მომხმარებლების შესახებ;
  • პროდუქციის სიგრძეში დასაშვები ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს +/- 1 მეტრს, სხვა შემთხვევაში ამოქმედდება სანქციები;
  • გადახდის პირობა - 45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 იანვარი,  18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა