ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20480 - ტენდერი 200 ვატიანი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ლედ სანათების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა (ა)იპ რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი" აცხადებს ტენდერს 200 ვატიანი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ლედ სანათების შესყიდვაზე.

პროექტის დასახელება: „მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა და ინფორმირებულობა კლიმატის ცვლილების შერბილება-ადაპტაციისთვის“.

დაფინანსების წყარო: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.

ტენდერის აღწერილობა:

200 ვატიანი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ლედ სანათების შესყიდვა, რომელიც დღისგანმავლობაში იტენება და ღამით ირთვება ავტომატურად. უპირატესობა მიენიჭება ისეთი სენსორული სანათების შესყიდვას, რომელიც თუ მოძრაობა არ ფიქსირდება სანათი ქვრება ან აქვს დაბალი ნათება, ხოლო მოძრაობის დაფიქსირებისას ანათებს 100%-ით. ამისათვის სანათი აღჭურვილი უნდა იყოს ფართოარეალის დაფარვის, მაღალი ხარისხის მოძრაობის დეტექტორით, რომელსაც მოძრაობის დაფიქსირებაშეუძლია შორი მანძილიდან (5-7 მეტრი) და დაფარვის არეალი ექნება 150 კვადრატი და მეტი;

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი და მომსახურება  რაოდენობა

200 ვატიანი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები

90 ცალი


სატენდერო
პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს მოეთხოვება ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგიდოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- განფასება. ფასი დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-სა (თუ კომპანია დღგ-ს გადამხდელია) და საქონლის მიწოდებასთან კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისჩათვლით.
  • დანართი N3- ცნობა საგადასახადოდან, დავალიანების არ ქონის შესახებ;
  • დანართი N4 - განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

შენიშვნა: დანართი N1 და დანართი N2 იხილეთ თანდართული ფაილების სახით 

მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმია: ღირებულება და ხარისხი.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეცაუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერისცნოს ანულირებულად და გაახანგრძლივოს ვადა დამატებით 1 კვირით თუ ტენდერში მონაწილეობასმიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებული იქნებანასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 28.01.2024, 18:00 საათისა შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: marikavacharadze@gmail.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვართოთ:
მარიკა ვაჭარაძე
+995577382317
marikavacharadze@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
  • 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები