ჩაბარების ვადა:

23 იანვარი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20485 - ტენდერი ოფისში სახანძრო სიგნალიზაციისა და საევაკუაციო განათების მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სათავო ოფისში (ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74) სახანძრო სიგნალიზაციისა და საევაკუაციო განათების მოწყობა ფასების ცხრილის და სპეციფიკაციის (დანართი N1) შესაბამისად;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების/შესრულების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
  • დანართი №1-ში მოცემული ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამისი, ავტორიზებული ორგანიზაცი(ებ)ის მიერ პრეტენდენტ კომპანიაზე და მის თანამშრომელზე/თანამშრომლებზე გაცემული სერტიფიკატ(ებ)ი/ლიცენზიები/დაშვებები;
  • დანართი №1-ში მოცემული ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამისი, თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
  • პრეტენდენტ კომპანიაში ბრძანებით დანიშნული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატ(ებ)ი.

შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

საქონლის მიწოდება და შესაბამისი მომსახურება უნდა განხორციელდეს  მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

 ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის  23 იანვარი, 17:00 საათი;

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;

ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლიასატენდერო კომისიის აპარატში:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე,
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები