ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2024, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T20487 - ტენდერი საკანცელარიო მომწოდებლის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო მომწოდებლის შერჩევაზე.

შეკვეთის და მოწოდების პირობები:

  • საკანცელარიო ნივთების (იხ. თანდართული ფაილი) შესყიდვა მოხდება თვეში ერთხელ, თბილისის მასშტაბით და ორ თვეში ერთხელ რეგიონებში, ყოველი თვის 15-დან 20 რიცხვამდე;
  • თბილისის მასშტაბით მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთის მიცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო რეგიონებში არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
  • ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კომპანია, მეორე ეტაპზე მოხდება ნიმუშების წარმოდგენა და განხილვა.

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • საკანცელარიო ნივთების ჩამონათვალი და წლიური საპროგნოზო რაოდენობები;
  • ფილიალებისა და სერვის ცენტრების ჩამონათვალი;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი).

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება პროდუქციის მოწოდებაზე.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასთა ცხრილი, როგორც ერთეულის ასევე ჯამური საპროგნოზო რაოდენობის გათვალისწინებით. (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად) ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი ბოლო (6 თვის);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი).

აუცილებელი პირობა:

მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშზე.

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 იანვარი (18:00 სთ-მდე)
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:

ირაკლი მიქაძე
ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge
ტელ: 255 00 00 / (შიდა 2005)
მობ: 595 60 01 04

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 იანვარი 2024 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა