ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20488 - ტენდერი თერმული პრინტერის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თერმული პრინტერის შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა :

  • ქაღალდის ზომა: 80 მმ
  • პორტები: COM RS 232 / USB / RG 45 / RG11
  • საორიენტაციო რაოდენობა: 120 ცალი

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ( წინადადების მოწოდება საჭიროა როგორც პრინტერზე , ასევე მის თავაკზე);
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (ბეჭდვის სიჩქარე, თვითმჭრელის ჭრის რესურსი, თავაკის რესურსი, პრინტერის ზომა, ინტერფეისი და სხვა ფუნქციური/ტექნიკური პარამეტრები) ;
  • ფასის დაფიქსირები 1 წლის ვადით;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • შესყიდვის ტიპი: ეტაპობრივი, დამკვეთს მოთხოვნის მიხედვით;
  • ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 30 იანვარი, 18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები