ჩაბარების ვადა:

7 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20534 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების სტანდარტების შემუშავებასა და ხარისხის აუდიტის მომსახურებაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 7 თებერვალი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ პირველი კომპანიაა პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. შპს "ორი ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 475 მაღაზიით არის წარმოდგენილი და მუდმივ რეჟიმში იხსნება ახალი ობიექტები.

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს შემდეგი ტიპის მომსახურება:

I ეტაპი:

შპს „ორი ნაბიჯი“-ის არსებული ობიექტებისთვის სარემონტო სამუშაოების სტანდარტების შემუშავება, რომელშიც მოიაზრება:

  • სამუშაოს შესრულების სტანდარტების, მისაღები ხარისხის და დასაშვები ცდომილების შემუშავება;
  • გამოსაყენებელი მასალების სპეციფიკაციის მინიმალურ მოთხოვნების დადგენა;
  • ტიპიური კვანძებისა და სექციური ჭრილების მომზადება;
  • მასალების სპეციფიკაციების განსაზღვრასო ბიექტების მიხედვით;
  • HVAC პარამეტრების განსაზღვრა;
  • სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრა;

II ეტაპი:

შპს „ორი ნაბიჯი“-ის გასახსნელი ობეიქტებისთვის ხარისხის აუდიტი, რომელშიც მოიაზრება:

  • სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა ეპატზე ზედამხედველობა, შემოწმება და შემუშავებულ სარემონტო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა/გადაცდომების განსაზღვრა.
  • სამუშაოების წარმოების მეთოდოლოგიების განხილვა;
  • უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების იდენტიფიცირება,ხარვეზების სიის წარმოება და შეტყობინებების მომზადება;
  • დეფექტების გამოსწორების მეთოდოლოგიის განხილვა;
  • სამუშაოების ვადების კონტროლი;
  • ხარისხის დოკუმენტების ფორმის განსაზღვრა,წარმოება და კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი;

ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ გამოხატოთ დაინტერესება ტენდერისადმი ელ. ფოსტაზე Tenders@orinabiji.ge ქვემოთ მოცემული საჭირო დოკუმენტაციების წარდგენით, 2024 წლის 7 თებერვლის ჩათვლით.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024 წლის 7 თებერვლის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში:
10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები: 

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია

საკონტაქტო პირი:
გიორგი ახალაია
ტელ: +995 591 967 410
giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები