ჩაბარების ვადა:

31 იანვარი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20536 - ფასთა გამოკითხვა რუსთავის ცემენტის ქარხანაში სამგზვრო-სატვირთო ლიფტის ყოველთვიურ ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას რუსთავის ცემენტის ქარხანაში სამგზვრო-სატვირთო ლიფტის ყოველთვიურ ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით.

სამუშაოს აღწერილობა:

  • უზრუნველყოს ლიფტის მუდმივად გამართულ მდგომარებაში მუშაობა და შესაბამისობაში მოიყვანოს უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტანტთან;
  • ლიფტის მუშაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების შემოწმება;
  • ლიფტის ძალოვან ტრანსფორმატორებზე, მართვის კარადაზე, ელექტრო ძრავებზე და გამშვები აპარატურის მუშაობაზე მუდმივი მეთვალყურეობის დაწესება, მათი გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონერების უზრუნველყოფის მიზნით;
  • ავარიულად დაზიანებული ლიფტის შეკეთება ტექნიკური პერსონალის მიერ უსაფრთხოების წესებისადა შესაბამისი სტანდარტების დაცვით ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით), 24 საათის განმავლობაში გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში;
  • ავარიულად გაჩერებული ლიფტის ოპერატიული გაშვება;
  • ლიფტის მიმდინარე შეკეთება და აგრეგატების პერიოდული შემოწმება;
  • ლიფტის შახტების კარების შემოწმება-რეგულირება;
  • ლიფტის სოლების დამჭიმი მექანიზმის შემოწმება;
  • ჯალამბარში ზეთის დონის შემოწმება და კონტროლი;
  • მართვის კარადის კომპიუტერული სისტემის რევიზია და კონტროლი;
  • კარების გამღები მექანიზმების გამართულობის შემოწმება;
  • ელექტრო კომპიუტერული სისტემის სისტემატური კონტროლი;
  • ამომრთველების და კონტაქტორების კონტროლი;
  • ლიფტის ტექნიკური და პროფილაქტიკური დათვალიერება;
  • წერილობითი ანგარიშების მომზადება და ქარხნის მენეჯმენტისათვის მიწოდება.

გთხოვთ წარმოადგინოთ შეთავაზება დღგ-ს გარეშე ლარში 2024 წლის 31 იანვარს, 18:00 საათამდე.

ტენდერში მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: 558 106 501
ელ. ფოსტა: nino.beridze@heidelbergcement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები