ჩაბარების ვადა:

5 თებერვალი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20581 - ტენდერი არსებული შენობის და ეზოს კეთილმოწყობის სარეკონსტრუქციო - სარემონტო სამუშაოებზე ( #22/01-KAZBEGI/RECONST-2024 )

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დოკუმენტი ,,Reconstruction Tender Announcement" .

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ყაზბეგის 47” აცხადებს ტენდერს არსებული შენობის და ეზოს კეთილმოწყობის სარეკონსტრუქციო - სარემონტო  სამუშაოებზე ( #22/01-KAZBEGI/RECONST-2024 ).

ობიექტის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი # 47

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:  

  • დანართი # 1
  • დანართი # 2 
  • დანართი # 3
  • დანართი # 4
  • დანართი # 5
  • დანართი # 6 

განმცხადებელმა უნდა წაროადგინოს: 

  • კომერციული წინადადება ღირებულებით ლარში ყველა გადასახადების ჩათვლით
  • სამუშაოების გრაფიკი  

სახელმძღვანელო დოკუმენტები (სავალდებულო): 

სამუშაოების საორიენტაციო მასალები და მოცულობები:

  • დანართი #1
  • დანართი #2
  • დანართი #3
  • დანართი #4
  • დანართი #5
  • დანართი #6 

არქიტექტორული პროექტი / საინჟინრო სისტემების პროექტი / ეზოს კეთილმოწყობის პროექტი:

  • დანართი # 7
  • დანართი # 8
  • დანართი # 9
  • დანართი # 10
  • დანართი # 11 

სატენდერო წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები: 

  • საპროექტო განაცხადი - ხელმოწერილი ბეჭდით;
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა და საქმიანობის კალენდარული გრაფიკი, განცხადების დანართების შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების გრაფიკი;
  • კომპანიის ხელმძღვანელის, მშენებლობის მენეჯერის და პროექტზე პასუხისმგებელ პროექტ მენეჯერს CV, რომელშიც მოცემულია კვალიფიკაცია და გამოცდილება ამ სფეროში;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი სამშენებლო პროექტების პორტფილიო;
  • 2 ან 3 სარეკომენდაციო წერილი (Reference letter).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება. 

პროექტის განხორციელების ვადები:

  • სამუშაოების დაწყების ვადა: არაუგვიანეს 2024 წლის 15 თებერვალი
  • სამუშაოების დასრულების ვადა: 2024 წლის 15 აგვისტო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო კომპანიას უნდა ჰქონდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება. მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • დაქირავებულ მშენებლობის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელებაში. უპირატესობა მიენიჭება საინჟინრო განათლების მქონე კანდიდატს;
  • პროექტზე პასუხისმგებელ პროექტ მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავს მოცულობის პროექტების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • განმცხადებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უნარი დროულად და ხარისხიანად შეასრულოს ვალდებულებები;
  • განმცხადებელს უნდა შეეძლოს ფინანსური აღრიცხვის წარმოება და დამკვეთისთვის ანგარიშგების წარდგენა, ამ სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

შესრულების გარანტია (Performance Bond) არანაკლებ კონტრაქტის ღირებლების 30% რომლის ვდაც განისაზღვრება პროექტის სრულ შესრულებამდე.

ანგარიშგების და გადახდის მეთოდები:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • გადახდა იწარმოებს ავანსის გარეშე. შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება, შესრულებული სამუშაოების საფუძველზე.
  • კონტრაქტორს მოეთხოვება ყოველთვიურად წარმოადგინოს ფინანსური ხარჯთაღრიცხვა („შესრულებული სამუშაოების ფორმა N2“);
  • ანაზღაურება განხორციელდება დამკვეთის მიერ დანიშნული პირის მოწოდებული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს სამუშაოების ვადებს, ბიუჯეტის ხარჯვას და კონტრაქტორის მიერ წარდგენილ ანგარიშის შესაბამისობას.

შენიშვნა: სავალდებულოა რომ ტენდერში მონაწილობის მიღების მსურველმა კომპანიებმა ობიექტი დაათვალიერონ.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისიგაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივიშეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.

სატენდერო წინადადების ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოსდალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, პეკინის 34 / ალ.ყაზბეგის 2ა გიორგი გიორგობიანის სახელზე.

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი: არსებული შენობის და ეზოს კეთილმოწყობის სარეკონსტრუქციო - სარემონტო სამუშაოებზე  #22/01-KAZBEGI/RECONST-2024

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 05 თებერვლის 17:00 საათისა.

საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:

გიორგი გიორგობიანი 
ggiorgobiani@gig.ge
 
ტელ: 577 640 074

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება

დოკუმენტაცია

დანართი 1 BOQ ყაზბეგის 47 - სამშენებლო ნაწილი დანართი 1 BOQ ყაზბეგის 47 - სამშენებლო ნაწილი
დანართი 2 ყაზბეგის 47 - (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია) დანართი 2 ყაზბეგის 47 - (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია)
დანართი 3 ყაზბეგის 47 - (ელექტრობა, სუსტი დენები) დანართი 3 ყაზბეგის 47 - (ელექტრობა, სუსტი დენები)
დანართი 4 ყაზბეგის 47 - (კანალიზაცია) დანართი 4 ყაზბეგის 47 - (კანალიზაცია)
დანართი 5 ყაზბეგის 47 - (წყალ-გაყვანილობა) დანართი 5 ყაზბეგის 47 - (წყალ-გაყვანილობა)
დანართი 6 ყაზბეგის 47 - (ხანძარქრობა) დანართი 6 ყაზბეგის 47 - (ხანძარქრობა)
დანართი 7 ფასადის მოპირკეთება - ვიზუალიზაცია დანართი 7 ფასადის მოპირკეთება - ვიზუალიზაცია
დანართი 8 ყაზბეგი 47 გადახურვა და პარაპეტი დანართი 8 ყაზბეგი 47 გადახურვა და პარაპეტი
დანართი 9 ყაზბეგი 47 ეზოს კეთილმოწყობა დანართი 9 ყაზბეგი 47 ეზოს კეთილმოწყობა
დანართი 10 ყაზბეგი 47 მთავარი შესასვლელი და სკვერი დანართი 10 ყაზბეგი 47 მთავარი შესასვლელი და სკვერი
დანართი 11 ყაზბეგი 47 შენობის მიშენებული ნაწილი დანართი 11 ყაზბეგი 47 შენობის მიშენებული ნაწილი
ქვესადგურის დემონტაჟი მონტაჟის პროექტი ქვესადგურის დემონტაჟი მონტაჟის პროექტი
ქვესადგურის დემონტაჟი მონტაჟის მოცულობები ქვესადგურის დემონტაჟი მონტაჟის მოცულობები
Reconstruction Tender Announcement Reconstruction Tender Announcement
ყველას ჩამოტვირთვა