ჩაბარების ვადა:

31 იანვარი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20609 - ტენდერი სავენტილაციო სისტემის პროექტირებასა და მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს ,,ჩაჩავას კლინიკა აცხადებს ტენდერს გათბობა-გაგრილების სისტემებისა და მასთან ინტეგრირებული სავენტილაციო არხების მასალებისა და მონტაჟის შესახებ.

დასაპროექტებელი სივრცის ნახაზები შეგიძლია იხილოთ ავტოკატოსა და პდფ ვერსიებში (დანართი 1 და დანართი 2).

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ):

  • პროექტი შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით.
  • კომპანიის მიმოხილვა
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორამცია საგარანტიო ვადების შესახებ.
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • უკანასკნელი 5 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაკტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შეთხვევაში.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს პროექტის შექმნა და ამავე პროექტის მიხედვით სისტემის მონტაჟი, თუ არ არსებობს მხარეთა შორის სხვა შეთანხმება.
  • საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება პერიოდულად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად (საკ ნომერი: 557337557) წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები;
  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31იანვარი 18:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოსმითითებულ ელ.ფოსტაზე: info@chachava.ge
  • ამავე მეილიდან, კლინიკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადებისმიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 557337557

ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:

  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში ქ. თბილისი, მ. კოსტავას N38; ს.ს. „ჩაჩავას კლინიკა“
  • გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება კლინიკის საწყობში და დადარდება ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციასთან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 557337557

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები