ჩაბარების ვადა:

9 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20618 - ტენდერი მაღაზიის თაროების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს მაღაზიის თაროების შესყიდვაზე .

პროდუქტის აღწერილობა :

  • მასალა: მეტალი;
  • ფერი: შეთანხმებით (შესაბამისი RAL კოდის მიხედვით);
  • თაროს სიგანე: 100 სმ ;
  • მაღაზიაში გამოიყენება 2 ტიპის თარო:
    -კედლის ცალმხრივი თარო - სიმაღლე 2,0 მეტრი
    -ორმხრივი თარო - სიმაღლე 1,65 მეტრი

თაროს სიმაღლე არის საორიენტაციო, დასაშვებია მცირედი ცვლილება.

დამატებით სპეციფიკაციები:

  • კედლის ცალმხრივი თარო - სიმაღლე 2,0 მეტრი
    -თარო (ძირი) 500*1000 მმ. – 1 ცალი;
    -თარო 400*1000 მმ (არანაკლებ 2 გამაგრებით) - 6 ცალი;
  • ორმხრივი თარო - სიმაღლე 1,65 მეტრი
    -თარო (ძირი) 500*1000 მმ. – 1 ცალი;
    -თარო 400*1000 მმ (არანაკლებ 2 გამაგრებით) - 6 ცალი;
  • ბოძზე არსებულ ჭრილებს შორის დაშორება, ე.წ. „Pitch size” - 25 მმ
  • ყველა თაროს უნდა ქონდეს ლითონის ბარიერი და საფასარი

რეალური ნიმუშების ნახვა შესაძლებელია ჩვენი ქსელის მაღაზიებში. ასევე, იხილეთ თანდართული ფოტო მასალა.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • გთხოვთ, ფასი წარმოადგინოთ თაროს შემადგენელ თითოეულ ნაწილზე ცალ-ცალკე (მაგ: ბოძი, ფეხი, კრონშტეინი,ზურგი და ა.შ.), ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ:
    -მეტალის ტიპი ;
    -მეტალის ღებვის ტიპი;
    -ქვედა / ზედა თაროს ტვირთამწეობა (კგ);
    -ქვედა / ზედა თაროს გამაგრებების რაოდენობა;
    -ჩამოთვლილი ნაწილების მეტალის სისქე : ზურგი / ბოძი / თარო / კრონშტეინი ;
    -მწარმოებელი ქვეყანა ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 9 თებერვალი, 18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტაani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 39100000 ავეჯი