ჩაბარების ვადა:

9 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20621 - ტენდერი პურის თაროს შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პურის თაროს შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა :

  • მასალა: მეტალი და ხე
  • თაროს ზურგის მასალა - დიქტი
  • მეტალის ფერი: ნაცრისფერი (RAL 7042)
  • ზომები:
    -სიმაღლე - 190 სმ
    -სიგანე - 100 სმ

თაროების რაოდენობა: 4

  • ძირი თარო (ხის კალათი) / სიღრმე - 40 სმ
  • მეორე თარო (მეტალი და ხე) / სიღრმე - 50 სმ
  • მესამე და მეოთხე თარო (მეტალი და ხე) / სიღრმე - 38 სმ

  • ხის დანაყოფები:
    -ძირი თარო - 100 X 6,5 X 2 სმ
    -ზედა თაროები - 45 X 3 X 1.6 სმ / 35 X 3 X 1.6 სმ
  • ყველა თაროს უნდა ქონდეს ორგ. მინის ბარიერი და საფასარი;
  • თაროების დახრის კუთხე - 15-20°

რეალური ნიმუშების ნახვა შესაძლებელია ჩვენი ქსელის მაღაზიებში. ასევე, იხილეთ თანდართული ფოტო მასალა.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ:
    -მეტალის ტიპი ;
    -მეტალის ღებვის ტიპი;
    -მეტალის სისქე (მმ);
    -გამოყენებული ხის მასალა;
    -რა წონას უძლებს 1 თარო;
    -მწარმოებელი ქვეყანა ;
  • ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 9 თებერვალი, 18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 39100000 ავეჯი