ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T20628 - ფასთა გამოკითხვა კასპის კლინკერის დახრილი კონვეერის სასწორის მექანიკურ მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპის ცემენტის ქარხანაში გეგგმავს კილინკერის დახრილ ციცხვებიან კონვეერზე სასწორის მონტაჟს.

ამ ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული  მოწყობილობებისათვის საყრდენი კონსტრუქციის დამზადება, სასწორის მონტაჟის ადგილას კონვეერის ჩარჩოს გადაკეთება და სასწორის მექანიკური მონტაჟი, მიწოდებული სამუშაო ნახაზებისა და ინსტრუქციების საფუძველზე, მომწოდებლის სუპერვაიზერის ხემძღვანელობით.

  • ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხვილ მწარმოებელს. მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.
  • მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებზე.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • სასწორის საყრდენი ჩარჩოს დამზადება, მოწოდება
  • სასწორის მონტაჟის ადგილას კონვეერის დამცავი საფარისა და ციცხვების დემონტაჟი
  • სასწორის მონტაჟის ადგილას კონვეერის ჩარჩოს გადაჭრა და დემონტაჟი
  • სასწორის საყრდენი ჩარჩოს მონტაჟი
  • სასწორის მონტაჟი მოწოდებული ნახაზებისა და მომწოდებლის სუპერვაიზერის ინსტრუქციის მიხედვით
  • დემონტირებული ციცხვების მონტაჟი
  • გაშვება გაწყობის სამუშაოების თანხლება

აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • დეტალურ კომერციულ წინადადებას, მოწოდებული ნიმუშის მიხედვით.
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმაგრაფიკი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა
  • სამუშაოების შესრულების ვადა:
    - სამუშაოები უნდა ჩატარდეს კასპის ღუმელის ზამთრის რემონტის დროს, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 15 თებერვლიდან 15 მარტამდე. სასწორის საყრდენი ჩარჩო უნდა დამზადდეს 15 თებერვლამდე.
    - სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • ტექნიკური მოთხოვნები: პროექტი უნდა შესრულდეს ჰაიდელბერგცემენტის შიდა სტანდარტებისა და კრიტერიუმების დოკუმენტის  და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

თანდართული დოკუმენტები: 

  • სასწორის საამწყობო ნახაზი
  • კონვეიერის საამწყობო ნახაზი
  • განფასებისა და სავარაუდო მოცულობების უწყისი
  • მოთხოვნები შრომის უსაფრთხოებაზე

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 30.01.2024– 12:00 საათი.
  • გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე: HeidelbergCement Georgia Ltd 21 ალ. ყაზბეგის გამზირი 0160 თბილისი, საქართველო

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ვლადიმერ სულგულაძე
+995 595 810 505
vladimer.surguladze@heidelbergcement.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირაკლი სადუნიშვილი
+995 577 50 97 05
irakli.sadunishvili@heidelbergcement.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები