
28 დეკემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2064 - ტენდერი პერსონალის ტრანსპორტირებით მომსახურების შესახებ
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს პერსონალის ტრანსპორტირებით მომსახურების შესახებ.
ყოველდღიური რაოდენობა 75-80 თანამშრომელი.
დეტალური ინფორმაცია მარშრუტების სახეობების, გადასაყვანი პერონალის ოდენობის, ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმების შესახებ გთხოვთ იხილოთ დანართში.
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2016 წლის 28 დეკემბრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება.
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
- სარეკომენდაციო წერილები (არსებობის შემთხვევაში);
- შემოთავაზება - განფასება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე, ფორმა #2-ის მიხედვით
გაითვალისწინეთ, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით!
ასევე, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გარდა აუცილებელი საბუთების სიაში მითითბული დოკუმენტებისა, კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიებისაგან.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: aalaverdashvili@mina.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები